„მუკუზანი ღვინის სარდაფმა“ სოფელ მუკუზანში სადეგუსტაციო სივრცე და ღვინის მუზეუმი გახსნა

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

“მუკუზანი ღვინის სარდაფმა” სოფელ მუკუზანში სადეგუსტაციო სივრცე და ღვინის მუზეუმი გახსნა. როგორც ღვინის კომპანიის მთავარმა მეღვინემ ვაკო ქათამაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, ადგილზე მისულ ვიზიტორებს ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებაც შეუძლიათ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ტურისტული ობიექტი, დაახლოებით, 2 კვირის წინ გაიხსნა და დაინტერესება უკვე არის.

“მარანში ასევე, არის სარდაფი, სადაც ქვევრები და ღვინის ლაბორატორიაა განთავსებული. გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს სადეგუსტაციო სივრცეში მასტერკლასების ჩატარების შესაძლებლობაც აქვთ. ადგილზე მოსულ სტუმრებს ჩვენი პრემიუმ ხარისხის ღვინოები დახვდებათ, რომელთა შეძენას ადგილზე შეძლებენ. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ღვინის ხარისხს და პრემიუმ ხარისხი ნიშნავს იმას, რომ 1 ჰა ვენახზე მაქსიმალური მოსავალი 4000 კგ ყურძენია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ჩვენ ღვინის რამდენიმე ბრენდი გვაქვს, მათ შორის, Mukuzani Wine Cellar, Lomiauri Estate და EsCargot.  აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა ბაზარზე ასევე, წარმოდგენილია დისტილატებით. ჯამში 30-მდე დასახელების ღვინო გვაქვს, მათ შორის, ვაწარმოებთ როგორც კლასიკურ, ანუ ევროპულ, ისე ქვევრის და კასრის ღვინოებს. ჩვენი გამორჩეული ღვინოა მუკუზანი, რადგან ამავე ტერიტორიაზე მოწეული ყურძნით იწარმოება და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოა. გარდა ამისა, ერთ-ერთი ცნობილი ღვინო არის “პინო ნუარი”, ანუ ქვევრის შავი ღვინო. ღვინოები ყველა საფასო კატეგორიაში გვაქვს – როგორც მაღალი საფასო კატეგორიის, ისე დაბალი და საშუალო.

- Advertisement -
Ad imageAd image

მარნის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმში წარმოდგენილია ისეთი ნივთები, რომლებიც ჩვენი წელთაღრიცხვით II-III საუკუნით თარიღდება. შესაბამისად, აღნიშნული სივრცე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის.

ჩვენი ტურისტული ობიექტის მიმართ ინტერესი უკვე არსებობს. ჩვენ სტუმრები გვყავდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ამერიკიდან, ჩინეთიდან, გერმანიიდან და სხვა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წინასწარი ჯავშნებიც უკვე გვაქვს და მომავალში უფრო მეტ აქტივობას ველოდებით. ამჟამად, სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს და შესაბამისად, ვიზიტორებს ადგილზე დარჩენის შესაძლებლობაც ექნებათ”, – აცხადებს ვაკო ქათამაძე.

მთავარი მეღვინის ცნობით, მეღვინეობის ღვინოები როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე იყიდება. ვაკო ქათამაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ექსპორტზე 50% იყიდება, მათ შორის, ევროპის თითქმის ყველა და ასევე, აზიის რამდენიმე ქვეყანაში.

  ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი 2 წლისაა „ვილაპარაკოთ“ - კომპანია ახალი საკომუნიკაციო პლატფორმით წარდგა

ცნობისთვის, მეღვინეობა “მუკუზანი ღვინის სარდაფი” ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. მეღვინეობა 1 წელში 50 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებდა, თუმცა მიმდინარე წელს მათი წარმადობა სავარაუდოდ, 100 000 ბოთლი იქნება.

წყარო

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „მუკუზანი ღვინის სარდაფმა“ სოფელ მუკუზანში სადეგუსტაციო სივრცე და ღვინის მუზეუმი გახსნა. 29 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მუკუზანი-ღვინის-სარდაფმ/

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „მუკუზანი ღვინის სარდაფმა“ სოფელ მუკუზანში სადეგუსტაციო სივრცე და ღვინის მუზეუმი გახსნა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 17]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%9b/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.