თბილისის მერიამ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე განვითარებული გეოდინამიკური პროცესების გამო საერთო ჯამში 5 მილიონი ლარის ღირებულების ორი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს როგორც საინჟინრო მომსახურებას, ასევე საყრდენი კედლისა და გზის აღდგენით სამუშაოებს.
დაზიანება დაფიქსირდა დიდუბის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრას“ მიმდებარედ, სადაც გააქტიურდა გეოდინამიკური პროცესები. თბილისის მერიის ცნობით, შედეგად:
- დაზიანდა გზის დამჭერი საყრდენი კედელი
- დეფორმირდა სავალი ნაწილის პირველი ზოლი
- დაზიანდა ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი
რა მომსახურებები უნდა შეისყიდოს მერიამ?
- ₾300,000-ის ღირებულებით მერიამ საინჟინრო მომსახურება უნდა შეისყიდოდ, რაც მოიცავს ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის სრულფასოვან ანალიზს და საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავებას
- ₾4.7 მილიონი ლარის ღირებულებით იგეგმება გზის, ტროტუარის და საყრდენი კედლების აღდგენა/მშენებლობა
აღნიშნული შესყიდვები განხორციელდება გამარტივებული წესით, რაც დროის ფაქტორიდან გამომდინარე საჭიროებას უკავშირდება — ქალაქის სტრუქტურული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია