მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს, ბექაური და მაისურაძე იჭიდავებენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირის მეხუთე  დღეს კაცები 90 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები – 70 კგ-ში გამოვლენ.

90 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ეყოლება: ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური სერბ მილიან რადულისა და ბელარუს ალიაკსანდრ სიდორუკს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ლუკა მაისურაძე კი პირველ წრეში აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს დაუპირისპირდება.

წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81კგ) კი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს, ბექაური და მაისურაძე იჭიდავებენ. 17 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მსოფლიო-ჩემპიონატზე-დღე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi