შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიომსოფლიოში მილიარდ ადამიანზე მეტს ჭარბი წონა აწუხებს

მსოფლიოში მილიარდ ადამიანზე მეტს ჭარბი წონა აწუხებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის განახლებული კვლევით, მსოფლიოში მილიარდზე მეტ ადამიანს ჭარბი წონა აწუხებს. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება 220 მილიონზე მეტი ადამიანის შესახებ შესწავლილ მონაცემებს 190-ზე მეტ ქვეყანაში.

„ადამიანების განსაცვიფრებელი რაოდენობა ჭარბი წონით ცხოვრობს“, – აცხადებს ლონდონის იმპერიული კოლეჯის პროფესორი, მაჯიდ ეზატი.

ჯანმოს კვლევის მიხედვით, ზრდასრულთა ჭარბი წონის მაჩვენებელი მსოფლიოში 1990 წლიდან 2022 წლამდე გაორმაგდა, ხოლო მოზარდების სიმსუქნის მაჩვენებელი ოთხჯერ გაიზარდა.

კვლევის თანახმად, 2022 წელს მსოფლიოში 8-დან ერთ ადამიანს ჭარბი ჭონა აწუხებდა. ამავე პერიოდში 18 წელზე მეტი ასაკის მოზრდილთა 43% იყო ჭარბწონიანი.

რაც შეეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, კვლევის მიხედვით, ჭარბი წონა 37 მილიონ ბავშვს აწუხებდა. ხოლო 5-დან 19 წლამდე ასაკის 390 მილიონზე მეტი ბავშვსა და მოზარდს ჭარბი წონის პრობლემა ჰქონდა.

  რატომ იმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კანადაში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი