მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ მარათონელი მორბენალი ფოჯა სინგჰი, 114 წლის ასაკში ინდოეთში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.
- პოლიციის ცნობით, ორშაბათს სინგჰი თავისი მშობლიური სოფლის, ბეას პინდის გზაზე გადადიოდა, როდესაც დაუდგენელი მანქანა დაეჯახა, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა კიდეც.
ბავშვობაში პენჯაბში სინგჰის სუსტი ფეხების გამო დასცინოდნენ — 5 წლამდე სწორად ვერც კი დადიოდა.
40 წლამდე ფერმერად მუშაობდა, ცხოვრება ინდოეთისთვის მტკივნეულ პერიოდში მოუწია. “სიტყვა “მარათონი” არც გამეგონა, სკოლაში არ მივლია, სპორტშიც არ ვმონაწილეობდი. მთელი ცხოვრება მინდვრებში გავატარე” – ამბობდა ის.
სირბილი სევდის დაძლევის მიზნით დაიწყო — ცოლის გარდაცვალების შემდეგ ლონდონში გადავიდა, მაგრამ ინდოეთში ყოფნისას უმცროსი შვილის ტრაგიკულ დაღუპვას შეესწრო, რამაც ის გაანადგურა.