როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი მოცვისა და ბანანის კექსი
მოცვისა და ბანანის კექსი იდეალური ტკბილეულია, მათთვის ვისაც სახლში გამომცხვარი ნუგბარი უყვარს.
დაგჭირდებათ: 3 ცალი კვერცხი, 200 გრამი შაქარი, 150 გრამი კარაქი, 300 გრამი ფქვილი, 6 გრამი გამაფხვიერებელი, 5 გრამი ვანილი, მწიკვი მარილი, გემოვნებით მოცვი, გემოვნებით ბანანი,
რეცეპტის მომზადების წესი: ჯამში მოათავსეთ კარაქი და შაქარი და კარგად დაამიქსერეთ. დაუმატეთ კვერცხი, გამაფხვიერებელი,ვანილი და მწიკვი მარილი. კარგად ამოიყვანეთ მიქსერის მეშვეობით.
შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი კარგად აურიეთ მიღებულ მასას დაუმატეთ დაჭრილი ბანანი და მოცვი.
გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი და შემდეგ 150 გრადუსზე 10-15 წუთი.
გემრიელად მიირთვით.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi