2025 წლის 4 ივნისიდან გაცემულ პირადობის მოწმობებს ახალი დიზაინი ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომელიც საკანონმდებლო მაცნეს გვერდზეა გამოქვეყნებული. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები იცვლება.


ბევრ ადამიანს გაუჩნდა შეკითხვა, ცვლილება ახალი პირადობის მოწმობის აღების ვალდებულებას ხომ არ გამოიწვევს. დეტალების დასაზუსტებლად იუსტიციის სახლში დავრეკეთ.
“2025 წლის 4 ივნისიდან ახალი ფორმისა და ტექნიკური მახასიათებლების პირადობის მოწმობები გაიცემა. ვინც 4 ივნისიდან პირადობის მოწმობას აიღებს, მას განსხვავებული დიზაინი – ფერი და ფორმა ექნება. ძველი პირადობის მოწმობების გამოცვლა სავალდებულო არ არის. მოქალაქეებს შეუძლიათ, არსებული პირადობის მოწმობით ისარგებლონ იქამდე, ვიდრე მას ვადა არ გაუვა.” – გვითხრეს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე.
უფრო ზუსტად, რა ტიპის ინფორმაცია იქნება ახალ პირადობის მოწმობაზე დატანილი, შეგიძლიათ, გაეცნოთ საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე.
ახალი პირადობის მოწმობის აღების სტანდარტული ფასი 65 ლარია და 10 სამუშაო დღეში მზადდება.
პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
- სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები სრულად, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს ;
- მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები სრულად;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაშიდაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები სრულად; სრულად