კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიამინდიმოსალოდნელია თოვლი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6-ბალიანი შტორმი

მოსალოდნელია თოვლი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6-ბალიანი შტორმი

დასავლეთ საქართველოში 23-25 თებერვალს კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე 4-6- ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა -4, -6 გრადუსამდე დაფიქსირდება.

საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობაა მოსალოდნელი.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

დაბალი ტემპერატურის გამო, კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია დაზიანდეს ციტრუსოვანი კულტურები, განსაკუთრებით ლიმონი.

საფრთხის დონე საშუალო.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 4 ივნისს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი