სამშაბათი, მაისი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიმონიკა ბელუჩი -სილამაზის 4 წესი

მონიკა ბელუჩი -სილამაზის 4 წესი

მონიკა ბელუჩი -სილამაზის საიდუმლოს გვიზიარებს

მონიკა ბელუჩი სილამაზის ხატად წოდებული ცნობილი მსახიობია, რომელიც ასაკის მიუხედავად არ კარგავს სილამაზესა და შარმს. საკულტო მსახიობი სილამაზის 4 წესს გვიზიარებს:

ჯანსაღი ძილი

„მიყვარს ძილი. ამიტომაც არ დავდივარ სატრენაჟორო დარბაზში დილაობით. სხვა დრო ვარჯიშისათვის არ მაქვს, დილით კი მირჩევნია მეძინოს.”

აბაზანა – საუკეთესო სპა პროცედურა

„აბაზანის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. ძალიან მიყვარს წყალში ყოფნა და ამ პროცედურებს 45-60 წუთს ვუთმობ. „

ზეითუნის ზეთი თმისთვის

მონიკას იდეალური თმა აქვს, თუმცა ეს გასაკვირიც არაა. იტალიური გენები და მოვლა თმების ჯანმრთელობის საიდუმლოა. „თმას კვირაში ორჯერ ვიბან , ასევე ხშირად ვიყენებ ზეითუნის ზეთს, რომელიც თმას კვებავს და ბრწყინვალებას მატებს მას“.

მონიკა ბელუჩი

სწორი კვება

მონიკა აღიარებს, რომ არასოდეს ყოფილა დიეტაზე . „მე იტალიელი ვარ და მიყვარს ჭამა. ამიტომ დიეტები ჩემთვის არ არის. თუ როლისთვის რამდენიმე კილოგრამის დაკლებაა საჭირო, შემიძლია შევზღუდო რაციონი. როგორც წესი, მხოლოდ ხორცს, თევზს და ბოსტნეულს როცა ვიღებ, წონაშიც ადვილად ვიკლებ.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
Tamar Pitskhelauri
  დემენციის მკურნალობის მეთოდები სახლში და ექიმთან
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი