კვირა, თებერვალი 1, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამომაკვდავის მონათვლა მღვდლის გარეშეც შეგვიძლია - ამ სიკეთეზე უნდა იცოდეთ

მომაკვდავის მონათვლა მღვდლის გარეშეც შეგვიძლია – ამ სიკეთეზე უნდა იცოდეთ

აუცილებელია ყოველი ადამიანი მოინათლოს ეკლესიური წესით და სამღვდელო სასულიერო პირის მიერ, მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ადგილმდებარეობის მიზეზით, ან სიჩქარის გამო არ ხერხდებოდეს მომაკვდავისათვის მღვდლის მოყვანა და მომაკვდავი ითხოვს, ან ჩვენს შეკითხვაზე თანახმაა, რომ მოინათლოს, მაშინ შესაძლებელია და აუცილებელიც, რომ მომაკვდავთან მყოფმა საერო ადამიანმა, ნებისმიერი ასაკის კაცმა ან ქალმა (მხოლოდ მონათლულმა) დაეხმაროს და მონათლოს მომაკვდავი, რომელიმე წმიდანის სახელის დარქმევით და ნათლობის შემდეგი ფორმულის დაცვით:

ნათელს იღებს მონა ღვთისა (ან მხევალი) სახელითა მამისათა (დავასხამთ თავზე წყალს) ამინ. და ძისათა, (დავასხამთ თავზე წყალს) ამინ. და სულისა წმიდისათა, (დავასხამთ თავზე წყალს) ამინ. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შესაძლებელია აგონიაში მყოფი მომაკვდავიც მოინათლოს, თუ კი გვსმენია, რომ მას ჰქონდა სურვილი ნათლობისა.

ასეთი ნათლობის შემდეგ, თუ მომაკვდავი გარდაიცვალა ის ითვლება მონათლულად, ხოლო გადარჩენის შემთხვევაში აუცილებელია მღვდელმა დაასრულოს ნათლობის წესი.

ხშირად ჩვენს თვალწინ იღუპებიან მოუნათლავი ადამიანები და არ ვიცით უმთავრესად რითი დავეხმაროთ. ზემოთხსენებული ცოდნისა და გულისხმიერების საფუძველზე კი მრავალი ადამიანი შეიძლება აშორდეს მარადიულ სატანჯველს. ჩვენ კი მომაკვდავის დახმარება დიდ სიკეთეში ჩაგვეთვლება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  მატარებლის რამდენიმე რეისი გაუქმდა - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი