შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსშსს: მარტვილში კაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა

შსს: მარტვილში კაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა

მარტვილში კაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული კაცი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა 1964 წელს დაბადებული მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა, შედეგად, ის ადგილზე გარდაიცვალა.

“სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.

  როგორი ამინდი იქნება უქმეებზე - ნახეთ განახლებული პროგნოზი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი