მოვძებნე ქალბატონი და ის ხელები დავუკოცნე, რომელშიც ჩემმა შვილმა სული დალია – შვილმკვდარი დედის ამბავი

ავტორი
4 წუთიანი წაკითხვა

2019 წლის 21 თებერვალს, გეგუთის გზაზე მომხდარი ავარიის დროს ახალგაზრდა მამაკაცი, ზაზა კლდიაშვილი გარდაიცვალა – ის ქუთაისში გამგზავრებას აპირებდა, ტრანსპორტის დასახვედრად ავტომაგისტრალი გადაჭრა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.

როდესაც ზაზას დედა, ციცო ქანთარია ამ ტრაგედიის შემდეგ ცოტა გამოერკვა, გადაწყვიტა, ის ქალბატონი მოეძებნა, რომელიც ამ ავარიას შეესწრო და დაშავებულის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა ვერაფერს გახდა და ახალგაზრდა მამაკაცი ხელში ჩააკვდა.

„ვეძებ ახალგაზრდა ქალბატონს, სავარაუდოდ ექიმს, რომლის ხელშიც დალია სული ჩემმა შვილმა, ზაზა კლდიაშვილმა. თუ ვინმემ იცით მისი ვინაობა ან ტელეფონის ნომერი, უმორჩილესად გთხოვთ, მომწერეთ. მინდა, ხელები დავუკოცნო, რომლითაც ჩემს შვილს დახმარება ჩაუტარა, ეცადა, მაგრამ ვერ გადაარჩინა. მინდა, ჩავეხუტო და მადლობა ვუთხრა იმ კეთილშობილებისთვის, რაც გააკეთა დაუფიქრებლად. მოვალეობათ ჩათვალა, არ მიეტოვებინა გასაჭირში. ასეთი ადამიანები ძალიან იშვიათია დღეს. ვინც იცის, რა დღეში ვარ, ვინც გრძნობს ჩემი სულის ტკივილს, სიმწარეს, შვილმკვდარი დედისას, გთხოვთ, მომაძებნინოთ ის ქალი“. – წერდა 2019 წლის შემოდგომაზე ქალბატონი ციცო.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, როგორ განვითარდა მოვლენები და შეხვდნენ თუ არა ქალბატონები ერთმანეთს.

- Advertisement -
Ad image

ციცო ქანთარია ექსკლუზიურად გვიყვება, როგორ განვითარდა მოვლენები:

– ზაზა გზაზე გადადიოდა. ეს იყო ავტობანი. საპირისპირო მხრიდან მომავალ მანქანას დიდი შუქები აუნთია და ამას, ვინც ჩემს შვილს დაეჯახა, დიდი შუქისგან ვერ დაუნახავს თითქმის უკვე გზაზე გადასული ჩემი შვილი და დაეჯახა. უცებ ჩაურთიათ საავარიო, ეს ექიმიც გარბოდა თურმე ჩემი შვილისკენ. დიდი სიჩქარით მიმავალმა მძღოლმა ვერ გაიგო, რა ხდებოდა და რამდენიმე მეტრი ათრია თურმე ჩემი საცოდავი შვილი. ფიქრი არ მასვენებს, ასე რომ არ მომხდარიყო, იქნებ გადარჩენილიყო, პირველი დაჯახების მერე.

პირველ მანქანას ბავშვი მართავდა, 18 წლის. დედას მიუტოვებია, ბებია და მამა ჰპატრონობდნენ. ძალიან განიცდიდა დედის წასვლას და მანქანა უყიდეს, ჩემ დასაქცევად. ჩემი შვილის მოძღვარმა ბევრი რამე ამიხსნა და ვაპატიე. ციხიდან როგორი გამოვიდოდა, არავინ იცის, ჩემს შვილს ვერაფერს უშველიდა, მისი დაპატიმრება და არ დავღუპე, მაგრამ მეორეს არ ვაპატიე და ვერც ვაპატიებ, არანაირი სინანული არ გამოუხატავს. ყველაფერი ღმერთს მივანდე, მის სამართალს ვერავინ გაექცევა.

  „რაც ტუჩები გავიკეთე, ზედა ყბა და ცოტა ცხვირიც გავისწორე, არც სათვალის გარეშე გასვლა მრცხვენია გარეთ და არც ვიდეოებში გამოჩენა… მე ვარ თავდაჯერებული ქალი!“ – მარიამ ტატანაშვილი

შემდეგ დავიწყე იმ ქალის ძებნა, ვინც ჩემი შვილის ბოლო ამოსუნთქვა ნახა. რამდენი ვეძებე, თურმე აქვე, ჩემს ქალაქში მყოლია და ვიპოვე. ქუთაისში, კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობს, თამუნა ალხაზიშვილი. ერთი შეხედვითაც მიხვდება ადამიანი, რა დიდებული სულის პატრონია. მე ემიგრაციაში ვარ და საქართველოში მხოლოდ ერთი თვით ჩამოვდივარ – ზაფხულში. აქედან მივწერე, შემდეგ შევხვდი კიდეც. ძალიან ემოციური და მტკივნეული იყო ჩვენი შეხვედრა, ძალიან ბევრი პასუხი გაუცემელი კითხვა მაწუხებდა. ბევრი რამე დამიმალეს, ვიდეოს ამოღებაც შეძლეს, მაგრამ მე არ მაჩვენებენ, შვილმა აუკრძალა ყველას. თამუნასთან შეხვედრის მერე ცოტა დავმშვიდდი, ის ხელები დავუკოცნე, რომელშიც ჩემმა შვილმა სული დალია.

ძალიან მინდოდა გამეგო, რა თქვა ჩემმა შვილმა სიკვდილის წინ. თამუნამ მითხრა, კომაში იყო, ბოლოს მოატარა თვალები და გარდაიცვალა კიდეცო. მას ისე ეშინოდა ავად გახდომის, პატარა სიცხეზეც შეშინებული მეკითხებოდა, – რამე ხომ არ მომივაო? მეც ამიტომ ვიყავი განადგურებული, ტკივილს როგორ გაუძლებდა-მეთქი. ჩემი გოგოც ექიმია, მამშვიდებდა, აგონიაში იქნებოდა მაშინვეო, მაგრამ სანამ იმ ღვთისნიერმა არ დამარწმუნა, ვერ დავმშვიდდი.

დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს, არ უნდა გაიმეტოს ასეთი უმძიმესი ტკივილისთვის უფალმა, ცოდოა ადამიანი ამ დიდი ტვირთის სატარებლად. როცა საღ-სალამათ შვილს სახლიდან უშვებ და საღამოს მკვდარს მოგიყვანენ, სამყაროს დამხობაა დედისთვის. ჩემი შვილის მკვლელებმა, უპასუხისმგებლობით ჩემი ოცნებები ამიტირეს, მოსიარულე გვამად მაქციეს, სამუდამოდ სატანჯველად გამიმეტეს. მადლობა თქვენ, რომ გულთან მიიტანეთ ჩემი ტკივილი, გმადლობ, რომ მომისმინეთ.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  დავინახე უცხო ქალი, რომელიც დედაჩემის ფეხებთან დაჩოქებას ცდილობდა... - ამბავი ქართველ ექიმზე

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. მოვძებნე ქალბატონი და ის ხელები დავუკოცნე, რომელშიც ჩემმა შვილმა სული დალია – შვილმკვდარი დედის ამბავი [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%ab%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%a1/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.