ორშაბათი, იანვარი 26, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემამიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორ გზას ადგას ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო...

მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორ გზას ადგას ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისია

მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“. სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელი სხდომა შეაფასა, რომელზეც კომისიის წევრები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჯანდაცვის მინისტრმა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იყო ეს შეხვედრა, ვინაიდან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის თქმის საშუალება გაჩნდა ამ ფორმატში. ვფიქრობ, შემდგომი შეხვედრები იქნება კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის მაჩვენებელი, თუ როგორ შეიძლება რეალურად გადაიჭრას პრობლემა, რომელზედაც ვსაუბრობთ. მთავარი სათქმელი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე დაფიქსირდა, არის ის, რომ პრობლემა არსებობს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მინისტრმა ასევე ყურადღება ბიზნესის თავისუფლებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის ხელმისაწვდომობის ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა.

„ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორ გზას ადგას სამთავრობო კომისია და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე, დაახლოებით აპრილის ბოლოსთვის გარკვეული კონტურები გამოკვეთილი იქნება, რომელიც მიგვანიშნებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს შემდგომში ეს პროცესები, იმისთვის რომ მაქსიმალურად ეფექტიანი ბალანსის შესაძლებლობა გაჩნდეს – ერთი მხრივ იყოს ძალიან ხელმისაწვდომი პროდუქტები და მეორე მხრივ, რჩებოდეს სივრცე ბიზნესისთვის, რომ თავისუფლად ოპერირების გზით შეძლონ საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დაკმაყოფილება“, – აღნიშნა მინისტრმა.

  მუნის მკურნალობის პროტოკოლი – გიორგი ფხაკაძე CDC-ს რეკომენდაციას აქვეყნებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი