პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტი„მისაღებში შემიძლია, ლეიბები დავაფინო და დარჩნენ ჩემთან“ - ბუდუ ზივზივაძე გვათვალიერებინებს ოთახს,...

„მისაღებში შემიძლია, ლეიბები დავაფინო და დარჩნენ ჩემთან“ – ბუდუ ზივზივაძე გვათვალიერებინებს ოთახს, სადაც ქართველ გულშემატკივარს ეპატიჟება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე ქართველ გულშემატკივრებს გერმანიაში, საკუთარ სახლში დარჩენას კვლავ სთავაზობს.

როგორც ბუდუ ამბობს, დიდი სახლი არ აქვს, მაგრამ სტუმრებს მისაღებს დაუთმობს.

„სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დიდი სახლი არ მაქვს, მაგრამ არ არის პრობლემა, შემიძლია, მისაღებ ოთახში მივწიო-მოვწიო რაღაცები, ლეიბები დავაფინო. ამიტომ, შეუძლიათ, რომ დარჩნენ ჩემთან. ამ დროს მე ალბათ შეკრებაზე ვიქნები, სასტუმროში ნაკრებთან ერთად. ამიტომ, მაგ საკითხზე ჩემს ოჯახთან უნდა გაიარონ კონსულტაციები, ვისაც სურვილი ექნება, რომ ჩემთან დარჩეს“, – ამბობს ზივზივაძე „ტაიმ აუტში”.


ამასთან, მან რუსთავი ორს მისაღები ოთახი დაათვალიერებინა, სადაც სტუმრებს სთავაზობს ღამის გათევას.

  სახლს უბნისა და ფასის მიხედვით არჩევენ, ეს კრიტერიუმი კი არავინ იცის - რა უნდა მოითხოვოთ, სანამ კორპუსში ბინას იყიდით?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი