მილიონზე მეტი ნახვა სოციალურ ქსელში – ვის უხდის სოფო ნიჟარაძე მადლობას

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„მთავარი არხის“ საახალწლო ეთერში სოფო ნიჟარაძის მიერ შესრულებულმა კომპოზიციამ „Ancora“, ფურორი მოახდინა. გარდა იმისა, რომ ვიდეოს სოციალურ ქსელში 1 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და ის 10 ათასზე მეტმა ადამიანმა გააზიარა, სოფო ნიჟარაძის ნამღერი საკუთარ გვერდზე განათავსა თავად სიმღერის ავტორმაც, ცნობილმა იტალიელმა კომპოზიტორმა და მომღერალმა კრისტიანო მარჯიოლიომაც.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ბედობას, სიხარულის, ბედნიერების, ყველა სურვილის ასრულების წელი ყოფილიყოს

მიყვარხართ და მადლობა ამდენი თბილი სიტყვებისთვის და ასეთი შეფასებისთვის, რომელსაც ნამდვილად ვერ დაიმსახურებდა ერთი ბიჭის გარეშე Tornado Gabunia  მას ეკუთვნის ამ გამოსვლის წარმატება და მინდა ცალკე მადლობა ვუთხრა მას საჯაროდ, რომელმაც ერთ ღამეში ყველაფერი გადადო და გააკეთა “ანკორას” ინსტრუმენტალი

მადლობა დათააა. მადლობა ჩემს ალეკო ბერძენიშვილს Alekø Berdzenishviliდა ქეთი ორჯონიკიძეს  Keti Orjonikidze

- Advertisement -
Ad imageAd image

ასევე მადლობა ჩემს დათუნა სულიკაშვილს Datuna Sulikashvili ლუქისთვის, ოლგა სპირინას Olga Spirina მეიქ აფისთვის დაააა

ბოლოს მთავარი

ჩემს დათო გერსამიას, რომლის კადრი ყოველთვის ყველასგან გამორჩეულია David Gersamia

და რა თქმა უნდა მთავარ სულის ჩამდგმელს ჩემს Nika Gvaramia

ჩემს სუპერ გოგოს Tashka Tamar Chantladze” –  წერს სოფო ნიჟარაძე.

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). მილიონზე მეტი ნახვა სოციალურ ქსელში – ვის უხდის სოფო ნიჟარაძე მადლობას. 4 იანვარი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მილიონზე-მეტი-ნახვა-სოცი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi