ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიმილიარდერებმა დაასახელეს ერთი განსაკუთრებული ნივთი, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ

მილიარდერებმა დაასახელეს ერთი განსაკუთრებული ნივთი, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ

როგორც წესი, მილიარდერების უმრავლესობა ფლობს საყოველთაოდ ცნობილი ფუფუნების ნივთებს, როგორიცაა პიკასოს ორიგინალი ნახატები, ბრილიანტები, იახტები კინოთეატრებით, სპა-ცენტრები, წყალქვეშა ნავები და ა.შ.

Forbes USA-მ გამოკითხა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, რათა გაერკვია, რის გარეშე არ შეუძლიათ მილიარდერებს ცხოვრება.

Forbes-მა გადაწყვიტა გაერკვია, ფუფუნების რომელი ნივთი მიაჩნია ყველაზე საჭიროდ მოსახლეობის 1%-ს, ანუ დედამიწის უმდიდრეს ადამიანებს. მათგან 40-მა გამოცემის კითხვებს უპასუხა.

  • პლანეტის 12 უმდიდრესი ადამიანის თქმით, მათ არ შეუძლიათ ცხოვრება კერძო თვითმფრინავის გარეშე.
  • სამმა ადამიანმა დაასახელა ტელეფონი.
  • ნაწილმა ხმა ვილებს, და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, კონდიციონერებს მისცა.
  • გამოკითხულთაგან ორმა თქვა, რომ ყველაზე მეტად ცოლებს აფასებენ.

Koch, Inc.-ის თავმჯდომარემ, ჩარლზ კოხმა, რომელიც 67.5 მილიარდ დოლარს ფლობს, კითხვის საპასუხოდ დაწერა: “57 წლის განმავლობაში, ლიზი [ჩარლზ კოხის ცოლი] არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში“.

6 მილიარდი დოლარის მფლობელმა, „პირველი ეროვნული ფინანსური კორპორაციის“ (First National) დამფუძნებელმა სტივენ სმიტმა, სპორტი დაასახელა.

ერთ-ერთმა გამოკითხულმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, დაწერა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია „კონფიდენციალურობა“.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში კერძო თვითმფრინავი პირველ ადგილზე გავიდა და მართლაც, ის თითქმის ყველა მილარდერს ჰყავს.

რატომ არის თვითმფრინავები ასეთი მნიშვნელოვანი?

  • ყველაზე პოპულარული პასუხი იყო ის, რომ ამით ისინი დროს ზოგავენ. გვერდს უქცევენ რეგულარულ აეროპორტებში ყველა უსაფრთხოების პროცედურას (შემოწმება, პასპორტის კონტროლი და ა.შ.).

მეორეს მხრივ, კერძო თვითმფრინავი ყოველთვის მზადყოფნაშია, რაც მოლაპარაკებების წარმოებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის მონაცემებით, ტეხასში 389 აეროდრომია და მათგან 25-ს, ანუ 6%-ს, კერძო ავიაკომპანიები იყენებენ.

„თვითმფრინავი იმიტომ ვიყიდე, რომ ბევრ ქვეყანაში, სადაც ვმუშაობ, საჰაერო მიმოსვლა არ არის“, – აცხადებს ალბანელი ბიზნესმენი სამირ მანე.

ალბანეთის პირველი მილიარდერი, მანე, დედაქალაქ ტირანაში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევომდე, კერძო თვითმფრინავით 20 წუთში შეუძლია ფრენა.

„ლონდონში, ფრანკფურტში ან ვენაში რომ ვცხოვრობდე, საკუთარი თვითმფრინავი არ დამჭირდებოდა, რადგან ამ ქალაქებს შორის მიმოსვლა არის და სტაბილურია“, – დასძენს სამირი.

  "გული შენელებული მქონდა და მეგონა, მოვკვდებოდი" - ცნობილი მსახიობების შვილის გულახდილი ნაამბობი გადატანილ დაავადებაზე

ოთხმა მილიარდერმა განაცხადა, რომ კერძო თვითმფრინავი ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი იყო, რაც კი ოდესმე უყიდიათ.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი