პარასკევი, მაისი 15, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები“მთელი თვე დამდევდნენ, რომ მეთქვა… “ჩინჩლავს” – ვინ არის და რას საქმიანობს...

“მთელი თვე დამდევდნენ, რომ მეთქვა… “ჩინჩლავს” – ვინ არის და რას საქმიანობს ბიჭუნა ფილმიდან “იმერული ესკიზები”

“რაც ამ სიტყვის თქმის შემდეგ ხდება ფილმში, დადგმული არ არის. ეკრანული მასწავლებლის რეაქციით გულაჩუყებული რომ ვტირი და გავრბივარ, სინამდვილეა”

“რა სარგებლობა მოაქვს მამალს?” – ამ კითხვაზე გულუბრყვილო პასუხის გამო 39 წლის წინ მართლაც აატირეს ფილმ “იმერული ესკიზების” გადასაღებ მოედანზე კახა ჭკადუა. მართალია, მაშინ მხოლოდ 6 წლის იყო, მაგრამ ეს გამოცდილება მისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ მსახიობობა არ მოსწონებოდა.

კახა ჭკადუა: – წარმოშობით სვანი ვარ, მესტიის სოფელ ხაიშიდან. ხონში, სოფელ დიდ კუხში ვიზრდებოდი. სწორედ ამ სოფელშია გადაღებული “იმერული ესკიზები”. ის სკოლაც, რომელსაც ფილმში ხედავთ, დიდი კუხის საჯარო სკოლაა. ერთ მშვენიერ დღეს ქართულის მასწავლებელმა სამასწავლებლოში გამიყვანა, სადაც ორი უცნობი მამაკაცი გველოდა და უთხრა, ვფიქრობ, ეს არის ის ბავშვი, თქვენ რომ გჭირდებათო.

წამიყვანეს გადასაღებ მოედანზე, ამათვალიერ-ჩამათვალიერეს და სინჯებისთვის დამიწყეს მომზადება. შავგვრემანი კი ვიყავი, მაგრამ უფრო გამამუქეს და გადამპარსეს… სამოსის მორგებაზე რომ მიდგა საქმე, დედაჩემს სახლიდან პერანგი და შარვალი მოვატანინე, რომელიც ჩაცმამდე გულიანად დამიჭმუჭნეს, და ამან ისე გამაბრაზა, რომ გავხიე. ფილმში სწორედ ის დაჭმუჭნილ-დახეული ტანსაცმელი მაცვია. გადაღებამდე ამიხსნეს – უპატრონო ბავშვის როლი უნდა შეასრულოო. სიტყვამ “უპატრონო” ისე შემაშინა, რომ უარი ვთქვი გადაღებაზე. მერე მთელი თვე დამდევდნენ აქეთ მასწავლებლები და იქით დირექტორი, რომ მეთქვა, ის სიტყვა.

– იმ სიტყვის მნიშვნელობა იცოდით?

– ვგრძნობდი, რომ არ იყო კარგი. ნანა მჭედლიძემ და ოთარ მეღვინეთუხუცესმა შოკოლადები მომიტანეს, რას არ დამპირდნენ, რომ კამერების წინ სიტყვა “ჩინჩლავს” მეთქვა. ბოლოს ვიფიქრე, ოღონდ თავი დამანებონ-მეთქი და მართლაც ვთქვი, რაც ამ სიტყვის თქმის შემდეგ ხდება ფილმში, დადგმული არ არის. ეკრანული მასწავლებლის რეაქციით გულაჩუყებული რომ ვტირი და გავრბივარ, სინამდვილეა.

“იმერული ესკიზების” ჰონორარით ველოსიპედი “დესნა 2” მიყიდეს და ამით ძალიან გამახარეს. პრემიერის შემდეგ სოფელში ჩამოვიდა ქალბატონი ნანა და სხვა ფილმში გადაღება შემომთავაზა, ვერაფრით დამიყოლია. მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, რომ გავიგე, შეუძლოდააო, დავურეკე, მოვიკითხე. სიხარულისგან ატირდა.

  შვედების ტრადიცია, რომელიც სტუმარს მშიერს ტოვებს

“იმერულ ესკიზებს” ჩემი შვილები ყოველ ჯერზე თვალებგაბრწყინებული უყურებენ, მაგრამ ჩემთვის მისი გადაღების მომენტი მაინც არ ასოცირდება კარგ ემოციებთან. ცუდი ის იყო, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ, დღემდე რამდენჯერაც დამინახავენ, იმ სიტყვას გაიძახიან, ნახე, მოდისო. დიდი ხანია პატარა ბიჭი არა ვარ, მაგრამ მაინც ვბრაზდები.

 

– შემდეგში როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

– მე-8 კლასში რომ ვიყავი, ყაზახეთში გადავედით საცხოვრებლად. სკოლა იქ დავამთავრე. იქაც ხშირად ვმონაწილეობდი თეატრალურ წარმოდგენებში და მრავალი სიგელი დავიმსახურე, თუმცა სპორტული ცხოვრება უფრო მხიბლავდა. საქართველოში 2 წელი ძიუდოს ვჭიდაობდი, ყაზახეთში კარატეზე გადავედი, მერე კიკბოქსზე. 90-იანებში ჯარში გამიწვიეს. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საქართველოში ომი დაიწყო. იხილეთ სრულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.