მთავრობამ ჯარის ქალაქის პროექტი გააფართოვა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისში, მახათას მთაზე განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი – ე.წ. ჯარის ქალაქი, მეორე ფაზაში ფართოვდება. თავდაპირველად განსაზღვრული 43 საცხოვრებელი კორპუსის ნაცვლად, ახალი განახლებული პროექტი 44 კორპუსს და 1232 ბინას მოიცავს.

საქართველოს მთავრობის მიერ 2025 წლის 19 მაისს მიღებული განკარგულებით, თავდაცვის სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება კონტრაქტორ კომპანია „ანაგთან“ მოქმედი ხელშეკრულება 144 მილიონიდან 147 მილიონ ლარამდე გაზარდოს. აღნიშნული ცვლილება უკავშირდება საცხოვრებელი ბლოკების რაოდენობის ზრდას.

პროექტი ითვალისწინებს 7-სართულიანი კორპუსების აშენებას, სადაც სამხედრო მოსამსახურეები ბინებს შეღავათიანი პირობებით შეიძენენ. ეს მათთვის გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური საცხოვრებლის მიღების შესაძლებლობას ქმნის.

საპროექტო ხელშეკრულება კომპანია “ანაგთან” თავდაპირველად 2024 წლის ნოემბერში გაფორმდა და მოიცავდა 1202 ბინის აშენებას. თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული მასშტაბური გეგმის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავანსად უკვე გადაიხადა 30 მილიონი ლარი.

- Advertisement -
Ad imageAd image

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მეორე ფაზის ფარგლებში დაგეგმილი იყო 39 კორპუსის მშენებლობა 1092 ბინით, რომელიც მოგვიანებით გაიზარდა 43 კორპუსამდე. ახლა კი, საბოლოო მოცულობა 44 საცხოვრებელ ბლოკამდე და 1232 ბინამდეა გაზრდილი.

პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და ექსპლუატაციაშია შესული. იმ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოებს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული კომპანია “დელტა მშენებელი” ახორციელებდა. რაც შეეხება მეორე ფაზას, მის შესრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვება კერძო სამშენებლო კომპანიამ “ანაგმა” მოიპოვა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მთავრობამ ჯარის ქალაქის პროექტი გააფართოვა. 22 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მთავრობამ-ჯარის-ქალაქის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi