კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი, მამა ლევანი სოციალურ ქსელში წერს, რომ კასპშო, ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის შვილს იშვილებს:
“მას ვინ გააცოცხლებს. ვერავინ. არ ყავს დედმამიშვილები, მამა. იმას აღარც ვახსენებ. ალბათ ეხლა მთავარ საფიქრალად ბავშვი იქცევა. მე არ მაქვს ინფორმაცია ახლობლების შესახებ. თუ საჭიროდ ჩათვლით, ბებიას უთხარით რომ მე შემიძლია ვიშვილო. მართალია არ გვაქვს ძვირფასი სახლი, არც მდიდრები ვართ, მაგრამ როგორც ჩემი ოთხი შვილი აქამდე მოიყვანა ღმერთმა, მრწამს მასაც ისე გამაზრდევინებს.”