„მე დახეული ჯინსებითაც შინაგანად ანაფორა მაცვია, მაგრამ სხვები ანაფორითაც შიშვლები არიან“ – მამა პეტრე კოლხი

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

„ბავშვობიდან ვერ ვიტან უსამართლობას, მთელი ცხოვრება ჩაგრულის მხარეს ვიდექი. დღეს, განსაკუთრებით ახლა, ყველაზე მეტად მკლავს უსამართლობის და შერჩევითი მართლმსაჯულების განცდა“. – ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს და მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით მორიგ ფეისბუკპოსტს ავრცელებს.

„რა გინდოდათ, რას მერჩოდით… ვეგდე ყველასგან მიტოვებულ, მივიწყებულ და გაუბედურებულ ტაძარში, თქვენგან კიდევ უფრო მეტად გაუბედურებულ ადამიანებთან…
არც ქალაქის ცენტრში მსახურების და ძალაუფლების მოპოვების ამბიცია მქონია, პირიქით, წირვა მიყვარს ჩუმად, ჩემთვის, მხოლოდ ღმერთის გასაგონად.

მხოლოდ წირვას ვერ ველეოდი, მის გარეშე, ვფიქრობ გამიჭირდებოდა ყოფნა, თორემ გადაწყვეტილებას აქამდე ათასჯეე მივიღებდი…

თურმე პეტრეს ჩაცმა, სათვალე და სტატუსებია პრობლემა… ჰმ… რჯულის კანონიც ზეპირად ვიცი, სამართალიც, კონსტიტუციაც, სახარებაც და ისიც ვიცი, რა არის დღევანდელი საზოგადოების ყველაზე დიდი პრობლემა…

- Advertisement -
Ad imageAd image

ვერ შევეგუები ფარისევლობას, სიყალბეს, სიშტერეს და იდიოტიზმს…
რამენაირად შემეძლო მეც ვყოფილიყავი ყალბი, კანტის ფილოსოფია თუ ვისწავლე, სიყალბეს კიდევ უფრო ადვილად ავითვისებდი, მაგრამ ვერ გავუძლებდი, შინაგანი კონსტიტუცია ამის უფლებას არ მომცემდა…
მე დახეული ჯინსებითაც შინაგანად ანაფორა მაცვია, მაგრამ სხვები ანაფორითაც შიშვლები არიან…
თუმცა, არასდროს არავინ გამილანძღავს, არავის გინება და შეურაცხყოფა წამოსულა ჩემი პირიდან…

ისინი კი არასდროს ჩერდებოდნენ, ზოგიერთ ტვინგამორეცხილსაც აჯერებდნენ, რომ მე მტერი ვარ…
ჰოდა, მტრობა სინამდვილეში რა არის, მე ვიცი და სხვებიც გაიგებენ“.- წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „მე დახეული ჯინსებითაც შინაგანად ანაფორა მაცვია, მაგრამ სხვები ანაფორითაც შიშვლები არიან“ – მამა პეტრე კოლხი. 19 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მე-დახეული-ჯინსებითაც-შ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Уборщик/посудомойщик

ბათუმი · დასუფთავება

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
NET Trainee

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Product manager/Product Owner (MVP)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle / Senior UA Manager (Meta Ads)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Software Developer in Test

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-29T03:46:36+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi