პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„მეხანძრე-მაშველებმა „ბორჯომის ვაგზლის“ ახლოს მდებარე ტერიტორიებზე არსებული კლინიკებიდან ხანძრის დროს პაციენტების ევაკუაცია...

„მეხანძრე-მაშველებმა „ბორჯომის ვაგზლის“ ახლოს მდებარე ტერიტორიებზე არსებული კლინიკებიდან ხანძრის დროს პაციენტების ევაკუაცია მოახდინეს“-სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსი

„ვაგზლის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, ამ ეტაპზე კი, მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველებმა ახლოს მდებარე ტერიტორიებზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია მოახდინეს“, – განუცხადა თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებს.

დახლოებით 14 ათას კვადრატულ მეტრზეა დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია. დამწვარია რამდენიმე მაღაზია.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე დილის 06:30 საათზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სასაწყობე ფართებია.

ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამო, ტერიტორიაზე ახლოს მდებარე საავადმყოფოებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.

“112 -დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება, დროულად გამოცხადდნენ ადგილზე ჯგუფები. ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული არის 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა.

მეხანძრე მაშველების დროული-რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულა კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები”, – განაცხადა სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
  „რატომ უნდა ჩავჯდე სტანდარტებში, ვიყო სტერეოტიპების გამტარებელი, რასაც მიყენებს დღევანდელი გარემო“ – მაკა ჩიჩუა თავის მოვლასა და დედობაზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი