ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიმეცნიერებმა კანადაში 1,4 მილიარდი წლის წინანდელი ჰაერი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა კანადაში 1,4 მილიარდი წლის წინანდელი ჰაერი აღმოაჩინეს

კანადაში დედამიწაზე ოდესმე ნაპოვნი ყველაზე ძველი ჰაერი აღმოაჩინეს. კვლევა, რომელიც რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (აშშ) მეცნიერებმა ასპირანტ ჯასტინ პარკისა და პროფესორ მორგან შალერის ხელმძღვანელობით ჩაატარეს, ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ონტარიოში ნაპოვნი ქვის მარილის კრისტალების ასაკი დაახლოებით 1,4 მილიარდ წელს შეადგენს – ისინი სუბტროპიკული ტბის აორთქლების შედეგად წარმოიქმნენ. მარილის უმცირეს ღრუებში ჩაჭედილმა მარილწყლის ჩანართებმა და ჰაერის ბუშტუკებმა ძველი ატმოსფეროს შემადგენლობა შემოინახეს. ნიმუშები მთელი ამ დროის განმავლობაში დალექილ ქანებში იზოლირებული რჩებოდა.

მკვლევართა ძირითადი ამოცანა ჩანართებში აირების შემადგენლობის ზუსტი განსაზღვრა იყო. სირთულეს ის წარმოადგენდა, რომ აირები მარილწყალსა და ჰაერის ბუშტუკებში ერთდროულად იმყოფებოდა, რაც გაზომვებზე გავლენას ახდენდა. ცდომილებების გამოსარიცხად, მეცნიერებმა მონაცემთა კორექტირების სპეციალური მეთოდიკა შეიმუშავეს. მიღებული შედეგები მეზოპროტეროზოული ეპოქის ატმოსფეროს შემადგენლობის პირდაპირ მტკიცებულებებს იძლევა.

ჟანგბადის გაზრდილი შემცველობა ეჭვქვეშ აყენებს მრავალუჯრედიანი ცხოველების გაჩენის დროს, რომლებიც გავრცელებული თეორიების თანახმად, მოგვიანებით წარმოიქმნენ.

  “საქართველოს უძველესი მარნები” – ხშირად მთიან სოფლებშიც შეიძლება გადავაწყდეთ ძველ მარანს, იქ სადაც ვენახის გაშენებას ბუნების მკაცრი პირობები თითქმის შეუძლებელს ხდიდა, თუმცა ქართველი კაცი სიყვარულითა და სიჯიუტით, სწორედ ასეთ რთულ გარემოშიც აგრძელებდა მეღვინეობის ტრადიციას
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი