მეცნიერების მიერ შექმნილი სისხლის ახალი ტესტი, რომელიც თავის ტვინის კიბოს უმოკლეს დროში აფიქსირებს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

გაცილებით სწრაფი და ნაკლებად ინვაზიური და ხელმისაწვდომი, ვიდრე ქირურგიული ბიოფსია – მეცნიერებმა თავის ტვინის კიბოს დაფიქსირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს.

მეცნიერების მიერ შემუშავებული ახალი მეთოდი გამოიყენება ტვინის კიბოს, კერძოდ გლიობლასტომის, დასაფიქსირებლად და წარმოადგენს ქირურგიული ბიოფსიის ალტერნატივას. მეცნიერების განმარტებით, საჭიროა მხოლოდ 100 მიკროლიტრი სისხლი და მხოლოდ ერთი საათი, რომ დააფიქსიროს ტვინის ყველაზე გავრცელებული და მომაკვდინებელი ტიპის, გლიობლასტომასთან დაკავშირებული ბიომარკერები.

ეცნიერები ამბობენ, რომ აღნიშნული უახლესი მეთოდი საუკეთესოა და გლიობლასტომის ყველა ამჟამინდელ ტესტს და მარკერს გაუმჯობესებული სიზუსტით სჯობნის.  რევოლუციური მეთოდი ამერიკელ და ავსტრალიელ მკვლევართა ჯგუფმა შექმნა, რომელსაც აშშ-ის ნოტრ-დამის უნივერსიტეტის მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ. მკვლევართა ჯგუფის განმარტებით, მათი კონცეფციის მტკიცებულება ჯერ სრულყოფილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია დიაგნოსტიკაში.

ტესტი ეფუძნება სისხლის მუტირებული ბიომარკერების შეგრძნებას, რომელსაც ეპიდერმულ ზრდის ფაქტორ რეცეპტორებს უწოდებენ და რომლებიც ზედმეტად გამოხატულია გლიობლასტომაში. სიმსივნურ უჯრედთა მიერ გამოყოფილი მოლეკულების დასაფიქსირებლად, მკვლევრებმა სუპერმგრძნობიარე ბიოჩიპი სისხლის პლაზმის დაუმუშავებელ ნიმუშში ჩადეს. ეს ჩიპი 2 დოლარზე იაფი ღირს და აღჭურვილია საწერი კალმის ბურთულის ზომის უპატარავესი სენსორით. მეცნიერების თქმით, ინტერფეისი შეიცავს ანტისხეულებს, რომლებიც მუტირებული EGFR-ების ეგზოსომებზეა გათვლილი.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). მეცნიერების მიერ შექმნილი სისხლის ახალი ტესტი, რომელიც თავის ტვინის კიბოს უმოკლეს დროში აფიქსირებს. 9 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მეცნიერების-მიერ-შექმნილ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T19:02:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi