მერია საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის დაშვებას გეგმავს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისის მერია საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის დაშვებას გეგმავს. მერის, კახი კალაძის თქმით, მოამზადეს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნება.

“შევისწავლეთ რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ მოტოციკლებს და მოპედებს, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, აქვთ უფლება იმოძრაონ საავტობუსო ზოლებში. ასეთი პრაქტიკაა დიდ ბრიტანეთში, ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში და ა.შ. მოტოციკლებისა და მოპედების საავტობუსო ზოლებში მოძრაობის დაშვების ერთ- ერთი მთავარი მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ საავტობუსო ზოლში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობით საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივდება მათი დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს”, – თქვა კალაძემ.

მერის თქმით, პაკეტი არ შეეხება სამთვლიან მოპედებს. პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება შესაბამისი წესი და პირობები, თუ როგორ, რა დაშვებითა და შეზღუდვებით შეეძლებათ მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). მერია საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის დაშვებას გეგმავს. 28 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მერია-საავტობუსო-ზოლებში/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi