შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიმერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს

მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს, – ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაადასტურა.

უაითის თქმით, რუსეთის სახელით გამომსვლელი მებრძოლისა და დვალიშვილის ბრძოლა 18 იანვარს (საქართველოს დროით 19 იანვარს) ინგლევუდში, კალიფორნიაში შედგება.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი მიმდინარე წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მიიღო. მას MMA-ში 22 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 18-ში გაიმარჯვა.

რაც შეეხება 28 წლის უმარ ნურმაგომედოვს, მან შერეულ ორთაბრძოლებში 18 შეხევდრა გამართა და ყველა მოიგო. ის ამჟამად UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მეორე ადგილზეა.

  „სიტყვა ითხოვა, შევკარით წრე და ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს მიმართა...“ - რა უთხრა ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხბურთელებს მოედანზე გასვლამდე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი