მელანია ტრამპი მემუარებს გამოსცემს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
მელანია ტრამპი

მელანია ტრამპი მემუარებზე მუშაობს. ამის შესახებ NBC News-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის წიგნი შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოვა. ცნობილია მემუარების სახელწოდებაც – „მელანია“. ტრამპის ვებგვერდზე ნამუშევარს ახასიათებენ, როგორც „იმ ქალის პირად პორტრეტს, რომელიც არაჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს“.

მელანიას მემუარებში წარმოდგენილი იქნება ოჯახური ფოტოები და პირადული ისტორიები, რომლებიც მას საზოგადოებასთან აქამდე არ გაუზიარებია.

მელანია ტრამპი დიდი ხანია არ გამოჩენილა საჯაროდ, თუმცა „რესპუბლიკური“ პარტიის ყრილობაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს, ის სცენაზეც გავიდა და მეუღლეს აკოცა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). მელანია ტრამპი მემუარებს გამოსცემს. 26 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მელანია-ტრამპი-მემუარებს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi