პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესიმეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ტაქსი ყველაზე ძვირია - როგორია ტარიფები სხვა ქვეყნებში

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ტაქსი ყველაზე ძვირია – როგორია ტარიფები სხვა ქვეყნებში

Numbeo-მ 126 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის ფასების შესახებ ინფორმაცია განაახლა. სიის სათავეში შვეიცარიაა, სადაც 1 კმ-ზე ტაქსის ფასი 4.71 დოლარს შეადგენს. რეიტინგის მიხედვით, ყველაზე იაფი ტაქსი შესწავლილი ქვეყნებიდან ყირგიზეთშია და 23 ცენტს უტოლდება.

5 ქვეყანა, სადაც ტაქსი ყველაზე ძვირია, ასე გამოყურება:

  • შვეიცარია – 4.71 დოლარი;
  • ლუქსემბურგი – 3.98 დოლარი;
  • ბაჰრეინი – 3.98 დოლარი;
  • ალბანეთი – 3.45 დოლარი;
  • გაიანა – 3.35 დოლარი.

ტაქსი ყველაზე იაფი შემდეგ ქვეყნებშია:

  • ყირგიზეთი – 23 ცენტი;
  • ფილიპინები – 27 ცენტი;
  • ტაჯიკეთი – 28 ცენტი;
  • მოლდოვა – 29 ცენტი;
  • ინდოეთი – 29 ცენტი.

რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 93-ე ადგილზე მოხვდა. მონაცემებიდან ირკვევა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში ტაქსი ყველაზე ძვირია. Numbeo-ს მონაცემებით, 1 კმ-ზე ტრანსპორტირების ფასი საქართველოში 73 ცენტს შეადგენს.

უფრო დეტალურად, რეგიონის ქვეყნების მონაცემები ასე გამოყურება:

  • თურქეთი – 94-ე ადგილი, 73 ცენტი;
  • აზერბაიჯანი – 101-ე ადგილი, 59 ცენტი;
  • რუსეთი – 108-ე ადგილი, 42 ცენტი.
  • სომხეთი – 116-ე ადგილი, 31 ცენტი.

წყარო

#drpkhakadze

  თბილისის ერთ-ერთ საშაურმეში აღმოჩენილია სალმონელა - სურსათის ეროვნული სააგენტო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი