კვირა, თებერვალი 1, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემამედია: საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ თვითმფრინავს აფეთქების ან გარე ზემოქმედების კვალი არ აღენიშნება...

მედია: საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ თვითმფრინავს აფეთქების ან გარე ზემოქმედების კვალი არ აღენიშნება – კატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილ C-130 ტიპის თვითმფრინავს, რომელიც გუშინ საქართველოში ჩამოვარდა, აფეთქების ან გარე ზემოქმედების კვალი არ აღენიშნება. ინფორმაციას apa.az საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩამოვარდნილ თვითმფრინავს F-16 ტიპის გამანადგურებლის ნაწილები აზერბაიჯანიდან თურქეთში გადაჰქონდა. ბორტზე აგრეთვე იმყოფებოდა თურქეთის შეიარაღებული ძალების 20 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც 8 ნოემბერს ბაქოში გამართულ გამარჯვების აღლუმში მონაწილეობდნენ და სახლში ბრუნდებოდნენ.

„C-130-ის ფიუზელაჟზე გარე ზემოქმედების ელემენტების არარსებობა მის ჩამოგდებას გამორიცხავს. თუ ვივარაუდებთ, რომ თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო, მის ფიუზელაჟზე აფეთქების კვალი უნდა არსებობდეს“, – წერს apa.az საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, C-130 ტიპის თვითმფრინავი ექსპლუატაციაში დიდი ხნის განმავლობაში იყო. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თვითმფრინავის კორპუსს კოროზია ჰქონდა, რაც კატასტროფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

გარდა ამისა, ექსპერტები კატასტროფის მეორე ვერსიასაც განიხილავენ. კერძოდ, შესაძლოა, თვითმფრინავში ტვირთი რეგლამენტის დარღვევით იყო დამაგრებული. გადასატანი ტვირთის დამაგრების წესების დარღვევასაც შეუძლია თვითმფრინავის კატასტროფის გამოწვევა.

  მეუფე შიო მუჯირი - რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სასუფეველზე, მატერიალური სიკეთეები იკლებს, რაც მეტია ღვთის სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობა და ბედნიერებაც
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი