ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმი"მაღალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ძლიერი ტკივილი..." - როდის იქნება "ღორის გრიპის"...

“მაღალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ძლიერი ტკივილი…” – როდის იქნება “ღორის გრიპის” პიკური პერიოდი და ვინ არის რისკჯგუფში

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის შემთხვევები კვირიდან კვირამდე მატულობს. ამის შესახებ განცხადება იაშვილის საავადმყოფოს დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ გააკეთა.

გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობა. ექიმი ამბობს, რომ ქვეყანაში დღეს დომინანტი H1 ტიპის ვირუსია.

მისივე პროგნოზით, პიკური პერიოდი იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

ივანე ჩხეიძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ, ამ შემთხვევაში, რისკჯგუფში ბავშვები არიან.

“დეკემბრის მეორე ნახევრიდან გრიპი არის, დადასტურებულ შემთხვევებში, პირველ ადგილზე, სიხშირის მიხედვით. ამ საერთო მაჩვენებელში უპირატესი ე.წ. H1 ტიპის ვირუსია – პანდემიური ვირუსი, “ღორის გრიპის” სახელით ცნობილი. საქართველოში, გვაქვს გრიპის შემთხვევების ყოველკვირეული მატება, მოლოდინია, რომ ეს მატება გაგრძელდება, შემდეგი კვირების განმავლობაში და, ალბათ, იანვარში მიაღწევს თავის პიკს.

გრიპისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა – 38 და მეტი, გრიპს ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ხველა, საერთო სისუსტე, უმადობა, ყველაფერი ეს, ჯამში, ხდება მდგომარეობის სიმძიმის მიმანიშნებელი.დღეს საქართველოში, ვირუსი, რომელსაც შეუძლია ანალოგიური სიმპტომატიკის გამოწვევა, არ არსებობს.

ყველა ის ვირუსი, რომელიც ფიქსირდება გრიპის ვირუსთან ერთად, ამ ვირუსების რიცხვი საკმაოდ მაღალია, მათი მიმდინარეობა არ არის ასე მძიმე. განსაკუთრებით, ეს მნიშვნელოვანია 2 წლამდე ბავშვებისთვის – ეს არსი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფი. უმჯობესია, პირველივე დღიდანვე იყოს პედიატრი, ან ოჯახის ექიმი ჩართული ბავშვის მართვაში.

ნოემბრის პირველი ნახევრიდან დაწყებული, ვაქცინაციის ჩატარება არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციული საშუალება. როდესაც ვაქცინაციის საკითხის დგას, პირველ რიგში, რისკ ჯგუფში არის ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ბავშვები.

ვისთანაც არ ჩატარებულა ვაქცინაცია, რეკომენდაცია რჩება სტანდარტული, ეს არის ნიღბების ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, ოთხების ხშირი განიავება და რაც მთავარია, კონტაქტების თავიდან აცილება”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
  "არ გაქვს სამედიცინო განათლება და "ბალახებს" ასაღებ, ნუ მავნებლობ!"- რატომ დაუპირისპირდა გიორგი ფხაკაძე არუნ ხათრის
მსგავსი პოსტები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები და ქართული წარმოება

ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები და ქართული წარმოება

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
დაივიწყეთ მტვრევადი ფრჩხილები! ეს საშინაო რეცეპტები გადაარჩენს მათ!

დაივიწყეთ მტვრევადი ფრჩხილები! ეს საშინაო რეცეპტები გადაარჩენს მათ!

მარტი 31, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი