ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიგამოიყენეთ მარტივი რეცეპტი და გაუხალისეთ ოჯახის წევრებს საუზმე. მოამზადეთ ნუთელას არაჩვეულებრივი ტორტი...

გამოიყენეთ მარტივი რეცეპტი და გაუხალისეთ ოჯახის წევრებს საუზმე. მოამზადეთ ნუთელას არაჩვეულებრივი ტორტი ამ მარტივი რეცეპტის დაახმარებით

ბევრ დიასახლისს უყვარს ცხობა, თუმცა საამისო დრო ხშირად არ აქვს. ოჯახის წევრების გახარების სურვილი კი დიდია. გამოიყენეთ მარტივი რეცეპტები

საბედნიეროდ, არსებობს მარტივი რეცეპტები, რომელთა მიხედვით უჩვეულოდ გემრიელი დესერტები გამოდის ყოველგვარი ცხობის გარეშე – სულ რაღაც 15 წუთში. დღეს ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ.

ინგრედიენტები

  • 500 გ ყველი ,,ფილადელფია”
  • 400 გ ნუტელა
  • 250 გ ჩაის ორცხობილა
  • ასი გ კარაქი

მომზადება

1. ერთი კოვზი ნუტელა შეურიე კარაქს. ნარევი შედგი მიკროტალღურში საშუალო სიმძლავრეზე ისე, რომ გადნეს.

2. ორცხობილა ჩაალბე წყალში, თუმცა უმჯობესია გამოიყენო რძე და დააქუცმაცე. შემდეგ ორცხობილას დაასხი მიკროტალღურიდან გამოღებული ნარევი. აურიე და შედგი მაცივარში.

 

3. დარჩენილი ნუტელა და ყველი ფილადელფია ათქვიფე მიქსერით ან ბლენდერით. მასა შედგი მაცივარში.

 

4. რამდენიმე ხნის შემდეგ ტორტის ფუძე გამოიღე მაცივრიდან. გადაიტანე ფორმაში და დატკეპნე ჭიქის დახმარებით.

 

5. ზემოდან მოათავსე ყველისა და ნუტელას ნარევი. კვლავ მოასწორე ზედაპირი და დააყოვნე, რათა გემო გაუჯდეს.

6. დესერტი მზად არის! რბილი ყველისა და შოკოლადის ერთობლიობა შესანიშნავ გემოს ქმნის. ზემოდან ტორტი შეგიძლია მორთო თხილეულით.

 

ეს ტორტი ნებისმიერი დიასახლისის მხსნელად იქცევა. შესანიშნავი დესერტი სულ რაღაც რამდენიმე წუთში მზადდება.

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!

კითხვის გაგრძელება #shenisupra 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

  როგორ უნდა გაფორმდეს ქონება ბავშვზე და ექნებათ თუ არა მშობლებს ამ ქონების გაყიდვის ან გაქირავების უფლება - იურისტის პასუხი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი