მარტივი რეცეპტი დიასახლისებისთვის

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ხაჭო რომ სასარგებლო პროდუქტია, ამაზე არავინ დაობს. განსაკუთრებით აუცილებელია მისი არსებობა მოზარდის რაციონში, თუმცა ბავშვები დიდად არ სწყალობენ ხაჭოს. არსებობს გამოსავალი მარტივი რეცეპტი– ხაჭოს ღვეზელის სახით, რომლებსაც ბავშვებთან ერთად მოზრდილებიც სიამოვნებით მიირთმევენ.

მარტივი რეცეპტი მათთვის, ვისაც უნდა სასარგებლო შეუთავსოს სასიამოვნოს.

 

ინგრედიენტები

  • 300 გ ხაჭო
  • ორი ცალი კვერცხი
  • ერთი ჩ. კ. სოდა
  • 30 გ ოხრახუში
  • 250 გ ფქვილი
  • ნახევარი ლ კეფირი
  • 30 გ მწვანე ხახვი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება: ღრმა თასში შეურიე ერთმანეთს ოთახის ტემპერატურის კეფირი და კვერცხი. მოაყარე მარილი და პილპილი. დაამატე ხაჭო და დაჭრილი მწვანილი.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამ მასაში ჩააცერი ფქვილი და სოდა. ათქვიფე. უნდა მიიღო არაჟნისმაგვარი მასა.

ტაფას მოუსვი ცოტა ცხიმი და დადე მასზე ორი კოვზი ცომი

4. გადაანაწილე ცომი მთელ ტაფაზე. შეწვი ორივე მხრიდან ორ-ორი წუთით ოქროსფერის მიღებამდე.

 

მზა ღვეზელები დაალაგე ერთმანეთზე. სასურველია, ცხელსვე წაუსვა კარაქი. სურვილის შემთხვევაში შიგთავსს დაამატე ნიორი.

- Advertisement -
Ad imageAd image

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს მარტივი რეცეპტი თქვენს მეგობრებს.

კითხვის გაგრძელება #shenisupra

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მარტივი რეცეპტი დიასახლისებისთვის. 2 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მარტივი-რეცეპტი-დიასახლი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi