პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიმარტვილში „წაჩხურობას“ აღნიშნავენ - ტაძარი, რომელსაც უშვილოთა შემწედ მიიჩნევენ

მარტვილში „წაჩხურობას“ აღნიშნავენ – ტაძარი, რომელსაც უშვილოთა შემწედ მიიჩნევენ

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში, წაჩხურობის დღესასწაული აღნიშნეს.

ამ დღეს წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძარში საქართველოს ყველა კუთხიდან უშვილო წყვილები იკრიბებიან.

ტაძარში ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს (აღდგომის მეოთხე დღეს) დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება.

ამ დღეს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან. ამ დღეს ტაძარში მოსალოცად, უფრო მეტად, შვილოსნობის მთხოვნელი და თხოვნის შესრულების გამო მმადლობელი ადამიანები მოდიან. მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს. იმ მიზნით, თუ უფალი მათ შვილს აჩუქებს, მას ქრისტეს სიყვარულით აღზრდიან. „წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება და მათ ლოცვებში იხსენიებენ, წყვილები ეზიარებიან.

ეკლესიისკენ გზას ფეხით გადიან და წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს წყალობას სთხოვენ, უშვილო წყვილებისთვის პარაკლისს იხდიან, ტრადიციაა ეკლესიაში მორთული აკვნების მიტანა და მათი კურთხევა.

წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია და მამათა მონასტერი – მდებარეობს სამეგრელოში, მარტვილის რაიონის სოფელ წაჩხურში, სალხინოს თემში, ხირზენის კალთაზე.

ტაძარი მოგვიანებით მე-7 საუკუნეში აუგიათ, თუმცა ჩვენამდე განახლებული, მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. ტაძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

რას ამბობს ლეგენდა  უძ­ვე­ლეს სა­ლო­ცავ­ზე

“ერთხელ, სოფ­ლის ახ­ლოს, ყა­ნა­ში გლეხს ცოლ­მა სა­დი­ლი მი­უ­ტა­ნა. გლეხ­მა თა­ვის მწირ ტრა­პეზ­ზე უც­ნო­ბი მგზავ­რი მი­ი­პა­ტი­ჟა. ცოტა ხან­ში მას­პინ­ძელ­მა შე­ამ­ჩნია, რომ ღვი­ნო და საჭ­მე­ლი კი არ ილე­ო­და, მრავ­ლდე­ბო­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მგზავ­რმა გლეხს სთხო­ვა, იცეკ­ვეო. ისიც და­თან­ხმდა. ამის შემ­დეგ უც­ნო­ბი თვალ­სა და ხელს შუა გა­უ­ჩი­ნარ­და. გლე­ხი მიხ­ვდა, რომ სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ხილ­ვის ღირ­სი გახ­და… სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის აზ­რით, ლე­გენ­და შე­საძ­ლოა, ან­გე­ლო­ზის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს. იმა­საც ამ­ბო­ბენ, სა­მეგ­რე­ლო­დან სვა­ნეთს მი­მა­ვალ ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბულს ამ ად­გი­ლას ქვის ჯვა­რი აღუ­მარ­თავს, ტა­ძა­რი კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე-7 სა­უ­კუ­ნე­ში აუ­გი­ათ. ჩვე­ნამ­დე გა­ნახ­ლე­ბულ­მა, მე-18 სა­უ­კუ­ნის დარ­ბა­ზულ­მა ეკ­ლე­სი­ამ მო­აღ­წია.

  რატომ იკვებება ქეთი ხუციშვილი მხოლოდ ფაფით და როგორ იცავს ის ყველასთან დისტანციას

ტაძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა.

ტაძარს მრავალი მომლოცველი სტუმრობს, განსაკუთრებით, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, როცა დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება. ამ დღეს ტაძარში მოსალოცად, უფრო მეტად, შვილოსნობის მთხოვნელი და თხოვნის შესრულების გამო მმადლობელი ადამიანები მოდიან… მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს. იმ მიზნით, თუ უფალი მათ შვილს აჩუქებს, მას ქრისტეს სიყვარულით აღზრდიან.
“წაჩხურობას” სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება და მათ ლოცვებში იხსენიებენ, წყვილები ეზიარებიან და შემდეგ მათ და მომლოცველებს საგანგებოდ, ეპარქიის სახელით გაშლილ ტრაპეზზე ეპატიჟებიან.
author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი