ამბობენ, რომ თუ ადამიანი ერთ ჯერზე ორი ჩაის კოვზ მარილს შეჭამს, მოკვდება. საინტერესოა, მართლა შეიძლება ამ რაოდენობის მარილით სიკვდილი?
როგორც ირკვევა, ჰიპერნატრიემიის (ნატრიუმის დონის პათოლოგიური მომატება სხეულის სითხეებში) დროს სასიკვდილო შემთხვევები ვლინდება, როცა კონცენტრაცია 153-იდან 255 მმოლ/ლ-მდე (მილიმოლი ლიტრზე) მერყეობს.
დავუშვათ ყველაზე პესიმისტური ვარიანტი, როცა ორგანიზმი სუსტია და ყველაზე დაბალი ზღვრული დოზაც კი სიკვდილს იწვევს. ეს კონცენტრაცია შეესაბამება, დაახლოებით, 351 მგ/დლ-ს (მილიგრამი დეცილიტრზე). ადამიანის ორგანიზმში, დაახლოებით 5 ლიტრი სისხლია, რაც ნიშნავს, რომ მთლიანობაში, სისხლში დაახლოებით 17.6 გრამი ნატრიუმი უნდა იყოს გახსნილი.
სუფრის მარილი ანუ ნატრიუმის ქლორიდი დაახლოებით 40%-ით ნატრიუმისგან შედგება. შესაბამისად, ერთი ჩაის კოვზი (დაახლოებით, 5 გრამი) დაახლოებით 2.3 გრამ ნატრიუმს შეიცავს. ეს ნიშნავს, რომ პოტენციურად სასიკვდილო კონცენტრაციის მისაღებად საჭიროა სწრაფად და წყლის გარეშე მიიღოთ დაახლოებით 8 ჩაის კოვზი სუფრის მარილი.
ამ რაოდენობით ნატრიუმის მიღების შემდეგ სიკვდილის რეალური შანსი ჩნდება, თუკი ვერავინ გაგიწიათ დახმარება და ახლოს არ იქნა სუფთა წყალი. დიდი ალბათობით, სიკვდილი ძალიან მტკივნეული იქნება, ამიტომ, ადამიანების უმეტესობა ასეთ “ექსპერიმენტს” ვერ აგრძელებს და წყალს სვამს, რაც ნატრიუმის კონცენტრაციას სწრაფად აბალანსებს. ამიტომაც ვერ შეხვდებით სუფრის მარილის შეფუთვებზე, სხვა სახიფათო ნივთიერებების მსგავსად, გამაფრთხილებელ წარწერებს.
***
მედიცინაში დაფიქსირებულია შემთხვევა, როდესაც პაციენტი 20 გრამი მარილის მიღების შემდეგ გარდაიცვალა. არსებობს ასევე 30, 40 და 70 და 94 გრამი მარილის მიღების შედეგად გარდაცვალების შემთხვევები.
LD50 ანუ დოზა, რომელიც შემთხვევათა 50%-ში სიკვდილს იწვევს, სუფრის მარილისთვის ადამიანის წონის ერთ კილოგრამზე, დაახლოებით, 3 გრამს შეადგენს.
შედარებისთვის: წყლისთვის ეს მაჩვენებელია 90 გრამი/კგ, ეთანოლისთვის — 7.06 გრამი/კგ, ვიტამინ C-სთვის — 11.9 გრამი/კგ.
ფრთხილად იყავით და მსგავსი ექსპერიმენტები არასოდეს ჩაატაროთ!
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). მარილის რა დოზაა სასიკვდილო ადამიანისთვის. 27 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მარილის-რა-დოზაა-სასიკვდ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T07:26:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
