მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პარტიის ოფისში მივიდნენ და იქ შსს-ის თანამშრომლების გამოჩენას ელოდებოდნენ.
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, პოლიციამ 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა როგორც მამუკა ხაზარაძეს, ისე ბადრი ჯაფარიძეს.
“ლელოს” ოფისში იმყოფებიან როგორც “ლელოს”, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
8 თვე პატიმრობა – საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, 2 წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება.
ხაზარაძესთან და ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან ერთად, დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან ბადრი ჯაფარიძესაც. მუხლი ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
განაჩენამდე, ჯაფარიძე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20-ათასიანი გირაოს გადაუხდელობის გამო დააკავეს; 50 000-ლარიანი გირაო გადაიხადეს “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა.