პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიმამა მდინარეში დაკარგულ შვილს ეძებდა და მდინარის ნაპირზე ბოთლში ჩადებული წერილი იპოვა...

მამა მდინარეში დაკარგულ შვილს ეძებდა და მდინარის ნაპირზე ბოთლში ჩადებული წერილი იპოვა – ემოციური ამბავი

კანადაში მცხოვრები ჯეისონ ეჰლერი სამი წლის განმავლობაში ყოველდღე ეძებდა დაკარგულ შვილს და ამ ძებნის პროცესში ის შემთხვევით მდინარის პირას გადააწყდა ბოთლს, სადაც 40 წლის წინ დაწერილი შეტყობინება იდო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ჯეისონის შვილი დილანი 2020 წლის 6 მაისს ბებიის სახლიდან გაუჩინარდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო, თუმცა მისი გვამი ამ დრომდე ვერ იპოვეს. ერთადერთი მტკიცებულება მისი ჩექმები იყო, რომელიც მდინარის ნაპირას ეწყო. თუმცა მამას შვილის პოვნის იმედი არ დაუკარგავს და მას შემდეგ შვილის მოსაძებნად ხშირად დადის მდინარის სანაპიროზე.

ერთ დღესაც კი მდინარის ნაპირზე იპოვა ბოთლი, რომელშიც იდო წერილი: „მე ვარ 11 წლის და თუ შენ ამ წერილს იპოვი მომწერე პასუხი. წერილში მითითებული იყო ბიჭის მისამართიც“.

ჯეისონმა წერილი გამოაქვეყნა და წერილის ავტორიც ამ გზით იპოვა. მან ბოთლში შენახული წერილი 40 წლის შემდეგ დაუბრუნა პატრონს.

ჯეისონი ამბობს, რომ შვილის გაუჩინარების შემდეგ მის ცხოვრებაში მოხდა რაღაც, რამაც ის გაახარა. „16 აპრილს დილანის დაბადების დღეა, ჩვენ კი ისევ გარკვევლობაში ვართ და არ ვიცით რა მოხდა“ – ამბობს შვილის დაკარგვით დამწუხრებული მამა.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  თავდასხმა ქვეყნის მეთაურებზე: 21-ე საუკუნის გახმაურებული ტერაქტები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი