მათე მარტიაშვილი მუსიკალური საბავშვო კონკურსის ,,რანინას” ნახევარფინალში ვერ გადავიდა.
მომღერლის დედა, თინათინ ჭულუხაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მათეს გულშემატკივრებს მიმართავს.
,,მე თქვენ მიყვარხართ!.. მადლობა, მადლობა გულშემატკივრობისთვის…დაუსრულებლად გმადლობთ, ყველას ვინც მათეს ლოცავდით, გვერდში ედექით… გულში გიკრავთ, ძვირფასო ადამიანებო!
მათემ უკვე მოგვიტანა გამარჯვების სიხარული-ხალხის სიყვარული!..
მადლობა ,,რანინას” ყველა შესაძლებლობისთვის! ჩვენ ამ დიდ, შემოქმედებით ჯგუფს შევუერთდით და დავრჩით მათი ოჯახის წევრად…
მათე, მადლობა ყველა ემოციისთვის, სიხარულის უამრავი ცრემლისთვის!
შენ ულამაზესი და ძალიან დიდი მომავალი გაქვს, დედი!
ვამაყობ შენით!”, – წერს თინათინ ჭულუხაძე.