ლურჯი ზღვა, მზიანი სანაპირო და მწვანე ფიჭვნარი – ყველაზე პატარა კუთხის უნიკალური კურორტი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და ყველაზე პატარა კუთხის, გურიის უნიკალური კურორტია. იგი მუდამ თავს იწონებს ზღვისა და ტყის არაჩვეულებრივი სინთეზით, სუბტროპიკული ჰავით და მაგნიტური ქვიშის სანაპიროებით.

კურორტი შეკვეთილი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შავი ზღვის ნაპირას, ზღვის დონიდან 2 მეტრზე.

ლურჯი ზღვა, მზიანი სანაპირო და მწვანე ფიჭვნარი…

შეკვეთილში არის გასართობი პარკი „ციცინათელა“, საკონცერტო დარბაზი “Black Sea Arena”, „მუსიკოსთა პარკი“, „მინიატურების პარკი“ და დენდროლოგიური პარკი.

- Advertisement -
Ad imageAd image

კურორტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი, მაგნიტური ქვიშა. შეკვეთილის მაგნიტური ქვიშა არაერთი დაავადების საპრევენციო საშუალებას წარმოადგენს.

შეკვეთილი სხვა ზღვისპირა კურორტებისგან განსხვავდება ფიჭვნარის კორომით. ფიჭვნარში ჰაერი ძალიან სტერილური, სურნელოვანი და სუფთაა, მდიდარია ოზონით. ოზონის მიღებისას კი ადამიანი სიძლიერესა და მოზღვავებულ ენერგიას გრძნობს. ფიჭვნარები დიდი ოდენობით გამოყოფენ ფიტონციდებს, რომლებიც კლავენ ან ზღუდავენ ბაქტერიებს. ფიჭვნარში სეირნობა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სასუნთქი სისტემის დაავადება აწუხებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ლურჯი ზღვა, მზიანი სანაპირო და მწვანე ფიჭვნარი – ყველაზე პატარა კუთხის უნიკალური კურორტი. 20 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ლურჯი-ზღვა-მზიანი-სანაპი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi