პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესილონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

გალტ & თაგარტის 14–18 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, წინა კვირასთან შედარებით, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციები გაძვირდა. თუმცა, წინა თვესთან შედარებით კომპანიების კაპიტალიზაცია დაბალია.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 53.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.76% წინა კვირასთან შედარებით და -6.60% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 92 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 52.45 – 55.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 46 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 42.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.90% წინა კვირასთან შედარებით და -4.89% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 256 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.50 – 43.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 97 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 13.92 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.10% წინა კვირასთან შედარებით და – 10.19% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 281 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 13.26 – 13.98 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 74 ათასი აქცია შეადგინა.

წყარო

#drpkhakadze

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი