ლევან სონღულაშვილის ემოციური სტატუსი გარდაცვლილ დედას: „საზეიმო დღეებში ნაღველი უფრო მძიმდება, სულ მასზე მეფიქრება“

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

მხატვარი ლევან სონღულაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ემოციურ სტატუსს, რომელსაც 5 წლის წინ გარდაცვლილ დედას უძღვნის.

„მეხუთე ახალი წელი დგება მის გარეშე, ანუ ხუთი წლის ვარ, რადგან ერთ ცხოვრებაში ორჯერ იბადები: პირველად, როცა გამაჩინა, მეორედ, როცა მარტო დავრჩი.

5 წელი გავა ამასობაში და 5 წლის მანძილზე ყოველდღე, საათში რამდენჯერმე, ახალგაღვიძებულზე, ჭამის წინ, ხატვის დროს, ვარჯიშის განმავლობაში, ფილმის ყურებისას, მუსიკის მოსმენისას, კარგ თუ ცუდ ხასიათზე, სულ მასზე მეფიქრება, განსაკუთრებით მაინც ბოლო თვეები და უკანასკნელი წამები გადამირბენს ხოლმე კადრებად, სპაზმი ყელში წამიჭერს, დავიფერფლები და ცოტა ხანში, ისევ ვიკრებ ძალას, რომ გავცოცხლდე.

საზეიმო დღეებში ნაღველი უფრო მძიმდება.. და რეალობის შეგრძნების ეს სიმძაფრე, აწმყოში არსებობის ასეთი რეალისტური განცდა; – ის დროში გაიყინა, მე დროის მდინარებას მივყვები.

- Advertisement -
Ad imageAd image

პირველ ხანებში სულ მინდოდა მასზე მესაუბრა, უცნობს თუ ნაცნობს, ყველას ვუზიარებდი ამბებს, რაც, ალბათ, არც აინტერესებდათ, მხოლოდ ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, და ასე დაუსრულებლად შემეძლო ჩვენს დედა-შვილობაზე ლეგენდების თხრობა; რადგან არ მინდოდა უკვალოდ გამქრალიყო, მსურდა მისი პიროვნება გაგეცნოთ, არა მხოლოდ როგორც გენიალური მშობელი. ამიტომ გამალებით ვსაუბრობდი მასზე… ვსაუბრობდი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ლევან სონღულაშვილის ემოციური სტატუსი გარდაცვლილ დედას: „საზეიმო დღეებში ნაღველი უფრო მძიმდება, სულ მასზე მეფიქრება“. 30 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ლევან-სონღულაშვილის-ემოც/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T22:58:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi