კვირა, თებერვალი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტილაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ

ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ

ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ასევე ვეცხლის მედლის მფლობელი გივი მაჭარაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.

პარიზის ოლიმპიადაზე პირველობა არავის დაუთმო ლაშა ტალახაძემ. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსანი ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა.

„პირველ რიგში, მინდა, ჩვენს ბიჭებს მივულოცო ეს დიდი წარმატება. დამეთანხმებით, რომ ნამდვილად კარგი შედეგით დავბრუნდით საქართველოში. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, მესამედ მოვიპოვე ოლიმპიური ტიტული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ძალიან ბევრს ვშრომობდი ამისთვის. მადლობა ღმერთს, დამიფასდა მეც, ჩემს მწვრთნელებს, ოჯახს. გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა, რადგან ისინი არიან ის ძალა, რომელიც მაძლიერებს და არ მაძლევს საშუალებას, მოვდუნდე და დავნებდე“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოლიმპიადაზე განსაკუთრებთ ამაღელვებელი აღმოჩნდა გენო პეტრიაშვილის ასპარეზობა. ქართველმა მოჭიდავემ ფინალში ირანელი ფალავანი 10:9 დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.

„ძალიან მაგარი ემოციები და შეგრძნებაა, რომ ამდენი მაგარი ხალხი დაგვხვდა. ბევრი დამარცხება იყო, ბევრი გამარჯვებაც იყო, წინა ოლიმპიურ თამაშებზე წამის მეასედში დავმარცხდი, მაგრამ ამჯერად შევძელი და ეს გამოვასწორე. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ქართველები ძალიან მაგარი ხალხი ვართ, ამას ყოველ ჯერზე ვამტკიცებთ. მინდა, ქართველ ხალხს ეს გამარჯვებები მივულოცო. ჩვენ ყველთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ, მაქსიმუმი დავდოთ ასპარეზობაზე და ღირსეულად ვატაროთ ჩვენი ქვეყნის დროშა“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.

რაც შეეხება პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილს, მან ვერცხლის მედალი მოიპოვა – ფინალში ქართველი ფალავანი ბაჰრეინის წარმომადგენელთან, ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა.

„ვულოცავ მთლიანად საქართველოს, ქართველ ხალხს. ამდენი მედალი დიდი რაღაცაა ასეთი პატარა ქვეყნისთვის. ჩემი შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ყველა სპორტსმენისთვის ოლიმპიური მედალი ოცნებაა და ისტორიაა. თავს გადავდებ შემდეგი ოლიმპიადისთვის, რომ ოქროს მედალი ჩემს ქვეყანაში ჩამოვიტანო“, – განაცხადა გივი მაჭარაშვილმა.

პარიზის ოლიმპიადა საზეიმოდ 11 აგვისტოს დაიხურა, მომდევნო თამაშებს 2028 წელს ლოს ​ანჯელესი უმასპინძლებს.

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა. პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

თებერვალი 21, 2025
როგორ გავხადოთ აბაზანა თანამედროვე და დახვეწილი? – 4 საინტერესო მეთოდი

როგორ გავხადოთ აბაზანა თანამედროვე და დახვეწილი? – 4 საინტერესო მეთოდი

თებერვალი 22, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

თებერვალი 22, 2025
სილამაზე: ორგანული კოსმეტიკა

სილამაზე: ორგანული კოსმეტიკა

თებერვალი 23, 2025
რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ხშირად: 5 მიზეზი, რომ მოგზაურობა ცხოვრების წესად ვაქციოთ

რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ხშირად: 5 მიზეზი, რომ მოგზაურობა ცხოვრების წესად ვაქციოთ

22 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი