ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაკუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს“ - ნედლი რძის გადამმუშავებელი არალეგალურ საწარმოები

კუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს“ – ნედლი რძის გადამმუშავებელი არალეგალურ საწარმოები

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის და ქვემო ქართლის  დეპარტამენტის ინსპექტორებმა ნედლი რძის გადამმუშავებელი არალეგალურ საწარმოებს მიაკვლიეს.

ფიზიკური პირი ლ. მ. (მის: ლაგოდეხში სოფელი ქვემო ნაშოვარი) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს“.

ინდმეწარმე დ.შ. (მის: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ: დისველი)  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით,  ახდენდა რძის გადამუშავებას  და ეგრეთ წოდებული  „ყველის“ წარმოებას.

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, საეჭვო წარმომავლობის სურსათი დაილუქა, მეწარმეები  დაჯარიმდნენ  და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

  „ვერ წარმოიდგენთ, გოგო შვილიშვილს როგორ ვნატრობდი…“ - რეზო ჩხიკვიშვილი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი