ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოკურიერი, რომელმაც მომხმარებელს თითი მოაჭამა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო

კურიერი, რომელმაც მომხმარებელს თითი მოაჭამა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო

2022 წლის დეკემბერში კურიერი ჯენიფერ როჩა Deliveroo-ს მომხმარებელს თავს დაესხა და ცერზე უკბინა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, როჩა მიტანის სერვის Deliveroo-ს დასაქმებული არ იყო და შეკვეთების მისატანად სხვა თანამშრომლის ანგარიშს იყენებდა.
ვინჩესტერის სასამართლოს მოსამართლემ მომხდარი “სერიოზულ დანაშაულად” შეაფასა, რასაც კურიერის დაპატიმრებაც შეიძლება მოჰყვეს.

სტივენ ჯენკინსონმა 2022 წლის 14 დეკემბერს Deliveroo-ს აპლიკაციიდან პიცა შეუკვეთა, თუმცა კურიერი ჯენიფერ როჩა არასწორ მისამართზე მივიდა და მომხმარებლის სახლს ვერ მიაგნო. როცა ჯენკინსონი კურიერის შესახვედრად სახლიდან გავიდა, ტელეფონის წაღება დაავიწყდა. კურიერმა მას შეკვეთის კოდი მოსთხოვა, რასაც კამათი მოჰყვა, ბოლოს კი, როგორც მომხმარებელი იხსენებს, კურიერმა ცერა თითზე უკბინა.

სტივენ ჯენკინსონის თქმით, როცა კურიერისგან თავის გათავისუფლება შეძლო, ხელი მთლიანად სისხლიანი ჰქონდა. კბენა იმდენად ძლიერი იყო, რომ მომხმარებელმა ცერა თითი დაკარგა და ოპერაციების შემდეგაც მგრძნობელობა დღემდე დაქვეითებული აქვს.
“ფინანსურად განადგურებული ვარ. უმუშევარი ვარ, ძალიან დიდი ვალი მაქვს და კარგ დასასრულს ვერ ვხედავ”, — განაცხადა ჯენკინსონმა. როგორც დაზარალებული აღნიშნავს, სურს, რომ ეს ამბავი მეტმა ადამიანმა გაიგოს, რათა სხვა იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს და ცვლილებები დაიწყოს.

Deliveroo სხვა საკვების მიწოდების აპლიკაციების მსგავსად, კურიერებს პირდაპირ არ ასაქმებს. კომპანია მხოლოდ დასაქმების მსურველთა ანგარიშებს ამოწმებს, რათა გაიგოს, მუშაობის უფლება კანონიერად აქვთ თუ არა. გამომდინარე იქიდან, რომ ჯენიფერ როჩა სხვის ანგარიშს იყენებდა, მომხდარზე Deliveroo-ს იურიდიულ პასუხისმგებლობას ვერ სთხოვენ. წყარო

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ისრაელში სამი ცარიელი ავტობუსი აფეთქდა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი