საქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
ბითაძე ამ დრომდე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ის 2011-2017 წლებში საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, 2017-
2020 წლებში კი თბილისის მერის მოადგილე იყო.
ცნობისთვის, კულტურის მინისტრის პოსტი თინათინ რუხაძემ 28 ივლისს დატოვა.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა. 15 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კულტურის-მინისტრად-მაია/
