შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"კრუნჩხვების დროს რამდენიმე ადამიანი მაკავებდა... მაგ დროს ზოგს ჩემთან მეგობრობის რცხვენოდა" -...

“კრუნჩხვების დროს რამდენიმე ადამიანი მაკავებდა… მაგ დროს ზოგს ჩემთან მეგობრობის რცხვენოდა” – გიორგი ნაზღაიძე რთულ პერიოდსა და დაძლეულ დეპრესიაზე

ტელე-რადიო წამყვანიგიორგი ნაზღაიძეცოტა ხნის წინ ექიმ გიორგი ღოღობერიძის გადაცემას სტუმრონდა, საკუთარ განვლილ არც ისე მარტივ გზაზე ისაუბრა. ილაპარაკა იმაზე, როგორ განიკურნა დაავადებისგან, რომელსაც წლები ებრძოდა, როგორ დაძლია დეპრესია, ადამიანების დაცინვა, სხვადასხვა დროს მასზე განხორციელებული თავდასხმებიც გაიხსენა… ამ თემებზე მას სხვა დროს თითქმის არც უსაუბრია და სრულიად სხვა ამპლუაში წარდგა საზოგადოების წინაშე.

გიორგი ნაზრაიძეს ვთხოვეთ, ჩვენთვისაც მოეთხრო ის ამბები, რომელიც სხვადასხვა დროს მან გამოიარა…

– მქონდა ნერვული გულყრა, რომელიც შეძენილი იყო და მას წლების განმავლობაში ვუმკლავდებოდი. მოკლედ ეს იყო ნერვულ ფონზე შეძენილი ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმა და ეს შეტევა გარკვეულ ემოციურ ფონზე მემართებოდა. გამოიხატებოდა გულის წასვლით, კრუნჩხვებით, სხვა გამოვლინება არ ჰქონია. რომ მემართებოდა, რამდენიმე ადამიანი მაკავებდა… იმ პერიოდში ისე ხდებოდა, რომ სხვაგან გავდიოდი და ვხედავდი ჩემს გარდაცვლილ ნათესავს, რომელთანაც მქონდა კომუნიკაცია… ეს ყველაფერი 10-11 წელი გამიგრძელდა. ამის გამო ბევრი ცხოვრებისეული შეზღუდვა მქონდა… ყველაფერი კი 9-10 წლის ასაკში დაიწყო… იმ პერიოდში ჭავჭავაძეზე არსებობდა “ეპილეფსიის ფარული ცენტრი”, სადაც სამკურნალოდ დავდიოდი.

– იმ შეტევას რა იწვევდა?

– შეიძლება მაგალითად, ვინმესთან მეჩხუბა, იმ ჩხუბში გამარჯვებული ვყოფილიყავი, მაგრამ 2 დღის შემდეგ შეტევა დამემართოდა. ზედმეტად რომ დავხარჯავდი ემოციას, იმას ორგანიზმი ვერ იტანდა და შესაბამისი რეაქციას ისე გამოხატავდა. შეტევა შეიძლება ყოველ დღეც ყოფილიყო. ის დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად ემოციური დღე იყო. შესაძლოა უშუალოდ ემოციის გამოხატვისასაც მომხდარიყო…

– მედიკამენტოზურად მკურნალობდი?

– კი და ფსიქოლოგებთანაც ხანგრძლივი საუბრები მქონდა. მეუბნებოდნენ, რომ ემოციები თვითონ უნდა მეკონტროლებინა, თავი ხელში ამეყვანა, მხოლოდ წამალი პრობლემას ვერ უშველიდა. წამლები კი ისეთი იყო, რომელიც ემოციურ ფონს მითიშავდა…

– და ეს ყველაფერი, წლების შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს დასრულდა?

– კი. წამლებმა და ფსიქოლოგების კონსულტაციებმა გავლენა იქონია. ამასთან, გავიზარდე, ემოციების კონტროლი ასე თუ ისე დავიწყე და ეტაპობრივად ყველაფერი შეჩერდა. განაგრძეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი