ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაკოტე გაბრიჩიძე: „სარესტორნო სფეროში ფასების მომატება კვლავ გარდაუვალია“ - რა გამოიწვევს სარესტორნო...

კოტე გაბრიჩიძე: „სარესტორნო სფეროში ფასების მომატება კვლავ გარდაუვალია“ – რა გამოიწვევს სარესტორნო მომსახურების გაძვირებას

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, სარესტორნო სფეროში ფასების მომატება კვლავ გარდაუვალია. მისი თქმით, ამას განაპირობებს მაღალი ინფლაცია, ასევე ელექტროენერგიის ტარიფის დაგეგმილი ზრდა, რომელიც 2026 წლიდან ამოქმედდება.

მედია პლატფორმა „საქმიან დილასთან“ საუბრისას გაბრიჩიძემ მიმდინარე წელი ინდუსტრიისთვის შედარებით წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ სექტორის შედეგები გასული წლის ანალოგიურ პერიოდს აჭარბებს.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ტურისტული აქტივობა შედარებით დაბალია — სეზონი ჯერ არც სამთო კურორტებზე დაწყებულა, ზღვისპირა რეგიონები კი უკვე ნაკლებად დატვირთულია. ქალაქებშიც უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა შემცირებულია, ხოლო ადგილობრივი მომხმარებლების გააქტიურება ტრადიციულად მხოლოდ დეკემბრის ბოლო დღეებიდან იწყება. ყველაზე მაღალი დატვირთვა ახალი წლის დღეებზე მოდის, რის შემდეგაც, მარტამდე, სექტორში შედარებით პასიური პერიოდი დგება.

როგორც გაბრიჩიძე აღნიშნავს, წლევანდელი მოთხოვნა სარესტორნო მომსახურებაზე გაზაფხულიდან ეტაპობრივად აღდგა. ივნისში მაჩვენებლები წინა პერიოდებთან შედარებით მცირედით ჩამორჩებოდა, თუმცა მთლიანობაში ზაფხული ინდუსტრიისთვის წარმატებული აღმოჩნდა და საშუალო ნიშნულს გადააჭარბა.

მთავარ გამოწვევად ის კვლავ ინფლაციას ასახელებს, რომელიც სარესტორნო სფეროზე განსაკუთრებით მძიმედ აისახება. დამატებით პრობლემას ქმნის ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან ელექტროენერგიის საფასური გაიზრდება.

ენერგეტიკულ სექტორს მილიარდ ლარზე მეტი თანხის დაბალანსება მოუწევს და ეს ხარჯი საბოლოოდ ბიზნესზე გადმოვა. გარკვეულ ჯგუფებს ვალები ჩამოეწერათ, თუმცა ჩვენთვის მსგავსი შეღავათი არ არსებობდა. შედეგად, ყველა ეს დამატებითი ხარჯი ფასებში აისახება და საბოლოო მომხმარებელზე გადანაწილდება. როდესაც იზრდება გადასახადი, ნედლეული ან კომუნალური ხარჯი, ბიზნესი იძულებულია ფასები მუდმივად გადაახედოს, რადგან თვითღირებულების ზრდას ვეღარ ეწევა“, — აღნიშნა გაბრიჩიძემ.

ცნობისთვის, 2026 წლიდან საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა უკვე დაანონსებულია. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის ზრდის კონკრეტული მაჩვენებელი 29 დეკემბერს დაგეგმილ სხდომაზე გახდება ცნობილი.

ამასთან, არ არის გამორიცხული გაზის ტარიფის მცირე კორექტირებაც, მაშინ როდესაც წყლის საფასურის ზრდა მომავალი წლისთვის არ იგეგმება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „მე ვუხდი ბოდიშს აქციაზე ნაცემი ადამიანების ოჯახებს.. მე დღეს მშურს ამ ახალგაზრდების, იმ ნაცემი, დალეწილი ხალხის, რომ აქვთ ამ ყველაფრის გაძლების უნარი და მომავლის იმედი“ – აჩი არველაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი