შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასაჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია -...

საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია – გიორგი გვარაკიძე

საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა ცალკე პრიორიტეტად მინდა გამოვყო, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ვფიქრობ, გასაზრდელია პროკურატურის საგამოძიებო მიმართულების ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგიანობა, მათ შორის ყურადღება უნდა გამახვილდეს სახელმწიფო პროგრამული დაფინანსების ხარჯვის მართლზომიერების საკითხებზე და სახელმწიფო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე”, –

აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ

გენერალური პროკურორობის კანდიდატის განცხადებით, გასაძლიერებელია სამოხელეო და კორუფციულ დანაშაულებზე პარალელური ფინანსური გამოძიების არსებული პრაქტიკა, მაღალი რისკების სფეროების იდენტიფიცირების და დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მაჩვენებელი. როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, დანაშაულში თანამონაწილეთა იდენტიფიცირების, სამართალწარმოების დაჩქარებისა და ქონების ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, დანაშაულში ჩართული და მოთანამშრომლე პირების მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საპროცესო შეთანხმების გზით სამართლებრივი შეღავათების გავრცელების პრაქტიკა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.

  ცვლილებები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდება - ვისთვის, რა იცვლება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი