ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „დედოფალი სიხარულის მომნიჭებელი“, რომელსაც ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს – რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა, აბსოლუტური ანალოგია, ათონის მთაზე ივერონის მონასტერში დავანებული დედა ხატის – ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელსაც „პორტაიტისა“ (კარიბჭისა) ეწოდება.
ხატის მცველები „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ათონის მთაზე და იერუსალიმში მოგზაურობის შესახებ, საინტერესო ისტორიებს ჰყვებიან და აცხადებენ, რომ „სიხარულის მომნიჭებელი” პატრიარქმა უწოდა:
მე და გიორგის ცოცხალი კონტაქტი გვაქვს ღვთისმშობელთან. ალბათ, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს ქრისტიანი, როცა ვინმე დახმარებას გვთხოვს, უკვე ვიცით, როგორ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავეხმაროთ.
არის შემთხვევები, როცა ადამიანს მივუთითებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ სულ სხვა რამეს აკეთებს და ეს ისტორია, სამწუხაროდ, ცუდად მთავრდება.
თითქმის ათი წელია, რაც ხატს – „დედოფალი“ დავაბრძანებთ, ადრეც თხოვნით მოგვმართავდნენ, ხატის გამობრძანებას.
გთავაზობთ მცირე ამონარიდს ვრცელი ინეტრვიუდან
– უამრავ სასწაულს ჰყვებიან ხატზე…
სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რა ჩამოვთვალო.პაციენტს, რომელიც კომაში იმყოფებოდა, ნათლიამ ხატის ასლი მიუტანა და თავთან დაუდო. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი იყო. უცებ ხედავენ, რომ თავის ფეხით გამოვიდა ოთახიდან – ბავშვს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო…
იერუსალიმში, მაგალითად, ერთ მომლოცველს ხატი “დედოფალი” ესაუბრებოდა, ეს ზეთისხილის მთაზე მოხდა. ეს კაცი, ხატის წინ მუხლებზე დაეცა და წამოიძახა – „ის მე მესაუბრება, ღვთისმშობელი, მესაუბრება”. როდესაც ვკითხეთ, თუ რა უთხრა მას ღვთისმშობლის ხატმა, მან ისეთი რამ გვითხრა ხატის ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ მცველებმა ვიცოდით და არავის ეცოდინებოდა, მეტადრე უცხო კაცს იერუსალიმში. წაიკითხეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები