ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ნარკოპოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნიევსკის შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონული თანამშრომლობა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალური გამოწვევები განიხილეს.
მხარეებმა მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე. როგორც ინფორმაციაში აღნიშნულია, “ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობის, მონაცემების გაცვლისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით”.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდა.
სრული ინფორმაცია: Interpressnews
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). კობახიძე ნარკოპოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა. 8 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კობახიძე-ნარკოპოლიტიკის/
