ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსნაიპერებმა ვერტმფრენიდან 700-ზე მეტი კოალა მოკლეს - რა ხდება ავსტრალიაში

სნაიპერებმა ვერტმფრენიდან 700-ზე მეტი კოალა მოკლეს – რა ხდება ავსტრალიაში

ავსტრალიაში, სნაიპერებმა ვერტმფრენიდან 700-ზე მეტი კოალა მოკლეს. ინფორმაციას independent-ი ავრცელებს.

ვიქტორიის ხელისუფლების განცხადებით, მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან მარტში, ბუჯ ბიმის ეროვნულ პარკში მასიური ხანძრის შემდეგ, კოალები საკვების და წყლის გარეშე იყვნენ დარჩენილები, ტრავმები ჰქონდათ და ნელ-ნელა კვდებოდნენ.

“ჰუმანური” მასობრივი სროლა ცხოველთა უფლებების დამცველებმა მწვავედ გააკრიტიკეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ჰაერიდან შეუძლებელია იმის დადგენა, ცხოველი ჯანმრთელია თუ არა.

ცხოველთა დამცველების განცხადებით, ხელისუფლებამ 700-ზე მეტი კოალა უკვე მოკლა და ისინი შიშობენ, რომ მოკლული ცხოველების რაოდენობა გაიზრდება.

2022 წლიდან, ავსტრალიაში, კოალა ოფიციალურად გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაშია.

  თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდი საპატრიარქოს კლინიკისთვის მნიშვნელოვანი დღის თანამონაწილე გახდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი