გერმანელმა მეცნიერება დაადგინეს, რომ ტკბილი გაზიანი სასმელების რეგულარული მოხმარება დეპრესიის განვითარების ალბათობას ზრდის და მის სიმპტომებს აძლიერებს, განსაკუთრებით ქალებში.
Medical Xpress-ის ცნობით, მეცნიერებმა 2014-2018 წლებში თითქმის ათასი ზრდასრული გერმანელის მონაცემები შეისწავლეს. კვლევის 405 მონაწილეს დაუდგინდა დეპრესია, ხოლო 527-ს არა. ანალიზმა აჩვენა, რომ ტკბილი გაზიანი სასმელების ხშირი მოხმარება დაკავშირებულია არა მხოლოდ თავად დაავადებასთან, არამედ სიმპტომების სიმძიმესთან. ყველაზე თვალსაჩინო კავშირი ქალებში აღინიშნა – მათში, ვინც რეგულარულად სვამდა გაზიან სასმელებს, დეპრესიის ალბათობა 17%-ით მეტი იყო, ხოლო სიმპტომები უფრო მძიმედ მიმდინარეობდა. მკვლევრები ამას ნაწლავის მიკრობიომში ცვლილებებით ხსნიან.
ქალებში, რომლებიც ტკბილ სასმელებს ანიჭებდნენ უპირატესობას, Eggerthella-ს გვარის ბაქტერიების გაზრდილი რაოდენობა აღმოაჩინეს. ეს ბაქტერიები ადრეც იყო დაკავშირებული დეპრესიულ მდგომარეობასთან, თუმცა ეს პირველი დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ Eggerthella მართლაც შუამავლის როლს ასრულებს გაზიან სასმელებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის.
მეცნიერთა თქმით, გაზიანი სასმელები შეიცავს შაქარს, კონსერვანტებს და დამატკბობლებს, რომლებიც ნაწლავის მიკროფლორის ბალანსს არღვევენ. ეს ანთების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას უწყობს ხელს და ამცირებს დამცავი ცხიმოვანი მჟავების გამომუშავებას. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ასეთმა ცვლილებებმა შეიძლება ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები გამოიწვიოს და დეპრესიული ქცევა გააძლიეროს.
კაცებში მსგავსი კავშირი არ გამოვლენილა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შეიძლება ჰორმონალურ განსხვავებებში ან იმუნური რეაქციის თავისებურებებში იყოს.
ასევე ნახეთ:
ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). კვლევა: ტკბილი გაზიანი სასმელები ქალებში დეპრესიის რისკს ზრდის. 29 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კვლევა-ტკბილი-გაზიანი-სა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T15:06:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

